x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
დანიაში საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით ყვარლელი მამაკაცი გარდაიცვალა

image

.

რამდენიმე დღის წინ დანიის სამეფოში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, 56 წლის გელა პაპაშვილი გულის შეტევას ემსხვერპლა. იგი ერთ-ერთ პოლონურ ფირმასთან თანამშრომლობდა და სატვირთო ავტომანქანაზე მძღოლად მუშაობდა.

.
პაპაშვილი 26 აპრილს მისმა ნათესავმა იპოვა და სამართალდამცველებს შეატყობინა. ოჯახი უკვე დაუკავშირდა საკონსულოს. თუმცა, შესაბამისი პროცედურის გავლა უქმე დღეების გამო ფერხდება.
.
ამ ოჯახში ეს პირველი ტრაგედია არ არის. გარდაცვლილი კაცი კობა პაპაშვილის მამაა, რომელიც 5 თვის წინ ქალაქ ბულონ სულ მერიში, პორტის ტერიტორიაზე მოკლული იპოვეს. წინა შემთხვევის გამოძიებაც ამ დრომდე გრძელდება.
.
პაპაშვილების ოჯახი კახეთში ცხოვრობს, ისინი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირიდან არიან.
0
38
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0