x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ბოსტნეულის გარნირი ქოთანში
imageინგრედიენტები

• ტკბილი წიწაკა

• ბადრიჯანი

• ყაბაყი


• სოკო

• პომიდორი

• მწვანე ხახვი

• თავიანი ხახვი

• ოხრახუში, ნიორი

• მარილი

პროდუქტების რაოდენობა აიღეთ გემოვნებით

ტკბილი წიწაკა გაჭერით ორად, მოაშორეთ თესლები, ნახევარი დაჭერით 4-6 ნაწილად და მდუღარე წყალში გააჩერეთ 1-2 წუთი.

ბადრიჯანი დაჭერით 6-8 ნაწილად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 30 წუთი, გარეცხეთ ცივ წყალში, გაწურეთ და თითოეული ნაჭერი კიდევ 3-4 -ად გაჭერით.

ყაბაყი გაასუფთავეთ კანისგან, დაჭერით კუბიკებად. ასევე დაჭერით თავიანი და მწვანე ხახვი ღეროების გარეშე. ახალი სოკო დაჭერით.

წიწაკა, ბადრიჯანი, ხახვი და სოკო მოთუშეთ ცალ-ცალკე ზეთში და ულუფებად ჩააწყვეთ თიხის ქოთანში. დაამატეთ ახალი პომიდვრის ნაჭრები, ოხრახუშის ფოთლები და მოთუშეთ თავდახურული აერღუმელში 25-30 წუთი.

გადაწურეთ ბოსტნეულის წვენის ნაწილი, მასში დაამატეთ მარილი და დაჭყლეტილი ნიორი, შეასქელეთ და დაამატეთ უკან ქოთანში.

სუფრასთან მიიტანეთ ცივი ან ცხელი, გარნირად ან დამოუკიდებელი კერძის სახით.







0
550
5-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0