x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 პრაქტიკული რჩევა მარილის გამოყენებით-ეს ბევრმა არ იცის
image

მარილი ჩვენი სამზარეულოს და ცხოვრების შეუცვლელი პროდუქტია, თუმცა, გარდა იმისა, რომ მისი კერძში დამატება შეგიძლიათ, მარილი შესანიშნავად უმკლავდება ლაქებს და თავის მოსავლელადაც კი შეგიძლიათ გამოიყენოთ.


10. ცხიმის მოცილება თუჯის ტაფიდან

imageმოაყარეთ ტაფის ძირს ერთი ჭიქა მარილი, შემდეგ აიღრეთ სამზარეულოს ჩვეულებრივი ტილო და კარგად მოხეხეთ ტაფის ძირი, ბოლოს წყალი მოავლეთ.



9.ხის დაფების გაწმენდა

imageმოაყარეთ ხის ზედაპირს მსხვილი მარილი. ლიმონი შუაზე გაჭერით და გაჭრილი ნახევრების საშუალებით მოხეხეთ ხის ზედაპირი. გააჩერეთ ცოტა ხნით და შემდეგ კარგად გარეცხეთ.


8. ნალექის მოცილება ლარნაკიდან

imageწყლის ან ყვავილების მიერ დატოვებული ლაქების მოცილება ისევ მარილით შეგიძლიათ.გააკეთეთ მარილწყალი(მარილი ბლომად ჩაყარეთ) ჩაასხით ლარნაკში და კარგად ანჯღრიეთ. ბოლოს კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით.


7. მოამზადეთ სკრაბი

imageაიღეთ მარილი და ზეთი, პროპორციებით 1:2, აურიეთ და წაისვით სახეზე წრიული მოძრაობებით. სასურველია ზეთი წინასწარ შეათბოთ. პროცედურის ბოლოს სახე კარგად დაიბანეთ და დამატენიანებელი წაისვით.


6. ყველი რომ არ დაობდეს

imageყველი რომ არ დაობდეს, გაახვიეთ მარილიან წყალში დასველებულ სუფთა ქსოვილში.


5. გაწმინდეთ ფილებს შორის ღარები

imageაურიეთ ერთმანეთში 1/2 ჭიქა მსხვილი მარილი, 4 ლიტრი თბილი წყალი და დაამატეთ ჭურჭლის ცოტაოდენი სარეცხი სითხე. მოწმინდეთ ამ ხსნარით მთელი ზედაპირი და დაამუშავეთ ღარები.


4.აბაზანა ფეხებისთვის

imageამ პროცედურისთვის ჩაყარეთ ტაშტში 1-2 ჭიქა მსხვილი მარილი და დაასხით თბილი წყალი. გააჩერეთ ფეხები ამ ხსნარში, სანამ წყალი არ გაცივდება.


3. გაწმინდეთ ჭიქები ყავის და ჩაის ლაქებისგან

imageაიღეთ 1 ს.კ. მარილი და 1 ს.კ. ძმარი. აურიეთ, წაუსვით ჭიქებს დალაქავებულ ადგილებზე, გააჩერეთ რამდენიმე საათით და შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებრივად.


2. მოაშორეთ ყავას მწარე გემო

imageარომატის გასაძლიერებლად და მწარე გემოს მოსაშორებლად დაამატეთ მწიკვი მარილი უკვე მოდუღებულ ყავაში.


1.მარილი-მათეთრებელი

imageდროთა განმავლობაში გაყვითლებული თეთრეული შეგიძლიათ სულ ადვილად გაათეთროთ. შეურიეთ 1 ს.კ მარილი და 1/4 ჭიქა სოდა. ქვაბში წამოადუღეთ წყალი და ჩაყარეთ მარილის და სოდის ნარევი. ერთი საათით ჩაალბეთ ამ ხსნარში გაყვითლებული ქსოვილი. წყალი არ უნდა გააციოთ.

0
212
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0