x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კიმ ჩენ ინის მორბენალმა კორტეჟმა მსოფლიო გააოგნა (ვიდეო)

image
როგორც ცნობილი 27 აპრილის სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს სოფელ ფჰანმუჯომში, მოლაპარაკების მთავარი თემა ზონის დემილიტარიზაცია იყო.ამ ისტორიულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ომი აღარ იქნება და მშვიდობის ახალი ერა დაიწყება.ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის თანახმადაც 65-წლიანი კონფლიქტი დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 1953 წლის ომის შემდეგ კომუნისტური ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პირველად ჩავიდა სამხრეთ კორეაში.



შეხვედრის დროს დიდი გაოცება გამოიწვია კიმ ჩენ ინის კორტეჟმა, რა დროსაც ბელადის "მერსედესს" მორბენალი 12 კაციანი დაცვა მიჰყვება.

დასავლეთისთვის ასეთი რამ უცხო და მიუღებელია, როგორც ცნობილია მთავრობის მეთაურის ლიმუზინს მოტოციკლისტთა კორტეჟი მიჰყვება ან ავტომობილი მოძრაობს დამატებითი კორტეჟი გარეშე.

გთავაზობთ რამდენიმე სახალისო კომენტარს:

image

"ერთი სული მაქვს ისინი ავტომაგისტრალზე ვიხილო"

"ისიც უნდა შეერთებოდა მაგათ, ცოტას წაივარჯიშებდა"

"ვფიქრობ, რომ ეს ილიმპიური დისციპლინა უნდა გახდეს"

"როდესაც არ შეგიძლია ტყვიაგაუმტარი ლიმუზინი გყავდეს"

image

პირველად ასეთი რამ მოსკოვში ნახეს 2002 წელს, როდესაც ჩრ.კორეის ლიდერი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვია, მაშინ ბელადის ლიმუზინის 25 კაციანი დაცვა დაჰყვებოდა:მაღალი, დარჩეული ბრგე ბიჭები, რომლებსაც პიჯაკის შიგნიდან ორ-ორი პისტოლეტი უჩანდათ.

image

იხილეთ ვიდეო

0
219
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0