x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
10 წლის ბიჭი, 20 წუთში მილიონერი გახდა
სახვითი ხელოვნება მოიცავს მხატვრობას, სკულპტურას, ფოტოგრაფიას და ხელოვნების სხვა ისეთ სახეებს, რომელთა პირველადი ბუნება ვიზუალური ხასიათის ნამუშევართა შექმნაა. სახვით ხელოვნებას განასხვავებენ საშემსრულებლო ხელოვნების, სიტყვის ხელოვნების, კულინარული ხელოვნებისა და სხვა მსგავსთაგან; თუმცა განსაზღვრება მკაცრი არ არის და მრავალი ხელოვნების შემსწავლელი დისციპლინა მოიცავს სახვით ხელოვნებას სხვა ტიპის ხელოვნებებთან მიმართებაში.


image


“მხატვრობა” მოიცავს ადამიანის მიერ შექმნილ ყველა გამოსახულებას. ადამიანები, დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ რა არის მხატვრობა და რატომაა ის ასეთი მშვენიერი. მხატვრებსა და ხელოვნებათ მცოდნეებს, ხშირად, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოსზრებები აქვთ, რაც ხშირად გამხდარა ცხარე კამათის მიზეზი. არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო კითხვა და არ არსებობს სწორი ან მცდარი პასუხები, რაგდან თითოეულ ადამიანს, საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული გემოვნება და მოსაზრება აქვს. ზოგი ფიქრობს, რომ სურათი ლამაზი უნდა იყოს და ზუსტად ასახავდეს ცხოვრებას; სხვების აზრით, მთავარი განწყობილებისა და გრძნობების გადმოცემაა; ზოგს მიაჩნია, რომ ნახატი იდეებს უნდა ასახავდეს; ნაწილს კი მხოლოდ სურათებით ტკბობა სურს.


ვისაც რა უნდა, ის უფიქრია, ფაქტი კი ერთია, რომ თუ არ გაქვს თანდაყოლილი, ღვთისგან ბოძებული ნიჭი, მარტივ სწორ ხაზსაც ვერ გაავლებ ადამიანი. სწორედ ამის მაგალითია პატარა ბიჭუნა, რომელიც 10 წლის ასაკში მილიონერი გახდა.



imageimage


ბრიტანელი ბიჭი, კიერონ უილიამსონი, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო იცნობს, 10 წლიდან მილიონერია. ხატვისადმი დიდმა სიყვარულმა და ნიჭმა, 4 წლის ასაკში იჩინა თავი, თუმცა მისი ნახატების ხელოვნების ბაზარზე გატანა, მხოლოდ 10 წლის ასაკში მოხერხდა. ინტერნეტის მეშვეობით კი, გატანილი ყველა სურათი 20 წუთში გაიყიდა და თანხამ 360 000 ევრო შეადგინა. პარალელურად კი, მისი პერსონალური გამოფენა გამართულა, რისი მეშვეობითაც, ბიუჯეტმა, მილიონს გადააჭარბა.


2013 წლიდან, კიერონს მსოფლიო იცნობს. ბრიტანული პრესა, მას ზედმეტსახელად "პატარა ფულს" და "მონეს" ეძახის. მისი ნახატები მოთხოვნადია არა მარტო ინგლისში, ისინი შეიძინეს ა.შ.შ, კანადისა და იაპონიის მოქალაქეებმაც.



კიერონ უილიამსონს 15 წლის ასაკში უკვე 2, 700 000 $ აქვს გამომუშავებული საკუთარი ნახატებით და ნორფოლკის საგრაფოში სახლიც კი შეიძინა, სწორედ იქ, სადაც დაიბადა და შორიახლოს ცხოვრობდა მისი კუმირი მხატვარი ედუარდ სიგგო.


პატარა მონე, ამჟამად, უმცროს დასთან და მშობლებთან ერთად ინგლისში, ქალაქ ლუდჰემში ცხოვრობს. დადის სკოლაში და გატაცებულია ვიდეო თამაშებითა და ფეხბურთით.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage



0
583
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
583
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0