x
დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მეტ ღვინოს იტალია აწარმოებს, ყველაზე მეტი ვენახი კი ესპანეთშია

მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებს უფრო ვრცელი და სავენახედ უფრო მიმზიდველი ფართობები აქვთ, ბოლო 20 წელია, მსოფლიოში ღვინის წარმოების ლიდერის სტატუსს იტალია ინარჩუნებს, მეორე ადგილზე საფრანგეთია, ხოლო მესამეზე - ესპანეთი, თუმცა ეს უკანასკნელი, ვენახების საერთო ფართობის მიხედვით, პირველობას არავის უთმობს.

საფრანგეთში, რომელიც ამ მაჩვენებლის მიხედვითაც მეორე ადგილზეა, გაშენებული ვენახების საერთო ფართობი 2, 8% მოიცავს. მეღვინეობისგან მიღებული ყოველწლიური შემოსავალი საშუალოდ 18 მილიარდ ევროს შეადგენს, მასში 120 000 ადამიანია დასაქმებული, ხოლო მსოფლიო ბაზარზე ფრანგული ღვინის წილი 17, 6% შეადგენს.

იტალია. სამზარეულოს 150 რეცეპტი -წიგნი 5-ს ფოტო.


წითელი კიანტი იტალიელების ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი ღვინოა

ბოლო წლებში მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნების ღვინოებმა და მათგან უნდა გამოვარჩიოთ არგენტინის ღვინო. არგენტინელმა მეღვინეებმა საგრძნობლად შეცვალეს ამ სფეროს რეიტინგის სურათი. დღეს არგენტინამ სამხრეთ ამერიკაში ღვინის წარმოებაში ჩილეს გაუსწრო და პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მერვე ადგილს - მსოფლიოში ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში. ღვინის დარგში 400 ათასი არგენტინელია დასაქმებული. ამ ქვეყანაში გასული 100 წლის განმავლობაში ვენახების საერთო ფართობი 20-ჯერ გაიზარდა.

ვენახი არგენტინაში, რიო ნეგროს რეგიონში

უნდა აღინიშნოს მოლდოვის ფაქტორიც. ეკონომიკურად არც ისე კარგად განვითარებულ მოლდავეთში ღვინის ინდუსტრია საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგას - აქ ვენახების საერთო ფართობი 147 ათას ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 102 500 ჰექტარი ადგილობრივ ბიზნესმენებს ეკუთვნით. მოლდოვაში წარმოებული ღვინის უმეტესი წილი კი ექსპორტისთვისაა განკუთვნილი.

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:ნუგზარ გოგბერაშვილი
ნუგზარ გოგბერაშვილი
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0