x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ზუგდიდისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

გაიმართა შეხვედრა ა(ა)იპ -ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრის დირექტორს ზვიად ქარჩავასა და ა(ა)იპ - ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორს ირაკლი არჩაიას შორის, სადაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების უფროსი ნუგზარ გაბელია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მხარეებს შორის შემდეგი სახის თანამშრომლობა ჩამოყალიბდება:
თანამშრომლობას გამოცდილების გაზიარებისა და ინფორმაციების გაცვლაში მხარეთა საქმიანობის სხვადასხვა სფეროში;

image
თანამშრომლობას მცენარეთა კონსერვაციის საკითხებში;

თანამშრომლობას მცენარეთა ინტროდუქციის საკითხებში;

თანამშრომლობას მცენარეთა თესლების, კალმებისა და ნერგების ურთიერთგაცვლის საკითხებში;

თანამშრომლობას კულტურულ-საგანმანათლებლო საკითხებში;

თანამშრომლობას ახალგაზრდობის ეკოლოგიური განათლებისა და ბუნებისდაცვით საკითხებში;

თანამშრომლობასა და ურთიერთკოორდინაციას სამეცნიერო-კვლევით სფეროებში;

ერთობლივი სამეცნიერო გამოცემებისა და კონფერენციების ორგანიზებას;



თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში, მათ შორის დაინტერესებული ტურისტული ჯგუფების შესახებ ურთიერთინფორმირებისა და გაცვლის საითხებში;


თანამშრომლობას ბაღების საერთაშორისო კონტაქტების განვითარებისა და მცენარეთა კონსერვაციის სამუშაოების ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.


1
4
შეფასება არ არის
ავტორი:თემურ კიკალეიშვილი
თემურ კიკალეიშვილი
4
  
2018, 28 აპრილი, 13:46
ველქამ :დდ
0 1 1