x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ულამაზესი და უგემრიელესი რულეტი გულებით
image
დღეს მე გაჩვენებთ თუ როგორ უნდა მოამზადოთ უგემრიელესი და ულამაზესი, გულებით მოხატული რულეტი, შიგნით გულებით

შემადგენლობა:

ბისკვიტისთვის:

1.5 ჭიქა ფქვილი


1 ჭიქა შაქარი

1 ჩ.კ სოდა

2.5 ს.კ მცენარეული ზეთი

2 კვერცხი

1/4 ჭიქა წყალი

1/2ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი

წითელი საკონდირო საღებავი 1 ჩ.კ

კრემისთვის:

1/2 ჭიქა კრემყველი

1/2 ჭიქა შაქრის პუდრი

1/2 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი

1ჭიქა ნაღები(მაღალპროცენტიანი)

წითელი ხავერდის ტორტისთვის:

1 ჩაის ჭიქა ფქვილი

1/2 ჭიქა მაწონი ან რძე

1/2 ჭიქა ზეთი

1.5 ჩ.კ კაკაო

1 ჩ.კ სოდა

2 ჩ.კ წითელი საღებავი

ვანილი

მოსახატათ:

1 კვერცხის ცილა

2 ს.კ შაქარი

2ჩ.კ კაკაო

2 ს.კ ფქვილი

1.5 ს.კ დარბილებული კარაქი

მომზადება:

1. მოვამზადოთ წითელი ხავერდის ტორტის ბისკვიტი: ფქვილი, კაკაო, შაქარი, სოდა და ვანილი ავურიოთ დავამატოთ მაწონი ან რძე, ზეთი, წითელი საღებავი და კარგად ავთქვიფოთ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30-40 წუთით.

2.მოსახატი მასის მოსამზადებლად პატარა თასში მოათავსეთ კვერცხის ცილა, შაქარი, ფქვილი, კაკაო(სურვილის შემთხვევაში კაკაო შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი ფერის საკონდიტრო საღებავით) და კარგად აურიეთ, დაუმატეთ კარაქი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

3.პერგამენტის ქაღალდზე მოვხატოთ სასურველი ფორმები, ამ შემთხვევაში გულები და საკონტიტრო ტომრის დახმარებით ცომის მასით მოვხატოთ. 15-20 წუთით შევდგად საყინულეში.image
4. რულეტის ბისკვიტი:კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ ფქვილი, ზეთი, წყალი, ვანილის ექსტრაქტი, წითელი საღებავი და კარგად ავთქვიფოთ.

5.ცომის მასა ფრთხილად გადავიტანოთ პერგამენტზე. გამოვაცხოთ 15-20 წუთით 180 გრადუსზე.image

6.მოვამზადოთ კრემი:კრემყველი და შაქრის პუდრა ავთქვიფოთ დავუმატოთ ნაღები და ვანილის ექსტრაქტი ვთქვიფოთ მაღალ სიჩქარეზე გასქელებამდე.

7. როცა ბისკვიტი გამოცხვება მოვაცალოთ პერგამენტის ქაღალდი და გადავახვიოთ ჩაის ტილოთი რამდენიმე წუთით. image

8.წითელი ხავერდის ბისკვიტისგან ამოვჭრათ გულები.

9.ერთ სუფრის კოვზ კრემს დავუმატოთ წითელი საღებავი და ამ კრემის საშუალებით შევაწებოთ გულები, ისე როგორც სურათზეა.

image

10.რულეტს მოვაშოროთ ტილო, გადავუსვათ კრემი, შუაში მოვათავსოთ გულები და გადავახვიოთ.

image

რულეტი მზადაა, დაჭრამდე რამოდენიმე წუთით ადრე შედგით მაცივარში.image

0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:ANNA B
ANNA B
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0