x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სკანდალი იაშვილის კლინიკაში-ექიმებს ოპერაციის შემდეგ ტამპონი დარჩათ

image

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა სკანდალში გაეხვა, ორი თვის ნენე მოდებაძეს ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდეგ მუცელში ტამპონი ჩაუტოვეს. იაშვილის კლინიკა შეცდომას არ აღიარებს და ფრანგი კოლეგებისგან ოფიციალურ დოკუმეტაციას ითხოვენ.ამასობაში კი ჯანდაცვის სამსახური სასამართლოს განჩინებით იაშვილის კლინიკის მონიტორინგს იწყებს, კლინიკაში სამკაციანი კომისია შევა და დოკუმეტაციას შეისწავლის.

ნენე მოდებაძე ახლა ორი წლისაა, ბავშვის დედის, ლია ალიბეგაშვილის განცხადებით, ოპერაციის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა ძალზე გართულდა, მუცელი გაებერა და წყალი ჩაუდგა, ჰქონდა მაღალი სიცხეები, იაშვილის კლინიკის ექიმები ვერ ადგენდნენ ბავშვის შეუძლოდ ყოფნის მიზეზებს და ამიტომ ოჯახმა ბავშვის წაყვანა საფრანგეთში გადაწყვიტა.



ფრანგ ექიმებსაც გაუჭირდათ დიაგნოზის დასმა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტეს ოპერაციის გაკეთება:"აიღეს სისხლის ანალიზი, სეფსისს აჩვენებდაო, პროფესორმა საოპერაციოდან გამოიტანა ბინტის ტამპონი და მითხრა, აი ეს ვნახეთ ბავშვის მუცელშიო."-აღნიშნა ლია ალიბეგაშვილმა.
image

"დაუჯერებელი, ფაქტია, რომ ბავშვმა წელიწადი ატარა მუცლით ტამპონი, სრულიად გაფუჭებული, ღვიძლზე მიკრული რომ იყო, სოკოს ჰქონდა ფაქტიურად მთელი ღვიძლი შეჭმული და ღვიძლი აღარ მუშაობდა"-დასძინა ბავშვის ბიძამ გიორგი ალიბეგაშვილმა.

პატარა ნენეს ღვიძლი მარტის თვეში გადაუნერგეს, ამჟამად ოჯახი ბორდოში ცხოვრობს, სადაც 2 წლის ნენე მოდებაძეს რეაბილიტაციის კურსი უტარდება.

image

კლინიკის დირექტორი ივანე ჩხაიძე უარყოფს ბრალდებას და აღნიშნავს, რომ ნაღვლის ბუშტის ოპერაცია და შემდგომ ღვიძლის გადანერგვა გოგონას გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო.

"მოაჭერით ხელი იმ ადამიანს, რომელმაც ჩემი შვილი გადაარჩინა, ეს არის მშობლის მოთხოვნა, იმის უკან მე ვერ ვხედავ ლოგიკურ ახსნას, დოლბანდის ჩატოვების ფაქტი ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ მასმედიით, არცერთი დოკუმეტაცია და არცერთი საბუთი საფრანგეთის კლინიკიდან არ მიგვიღია"-აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით „ჯანმრთელობისათვის ნაკლებად მძიმე ან მძიმე ზიანის მიყენება გაუფრთხილებლობით“, ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში ჯარიმას ან ორ წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოებს ითვალისწინებს.


1
94
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
94
  
2018, 28 აპრილი, 17:04
რა უსინდისო უნდა იყო კაცი,ამ ამბის შემდეგ კიდევ რომ თავი იმართლო.
0 1 1