x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
უნივერსიტეტი სადაც შენზე ზრუნავენ!
image


ახალი უმაღლესი უნივერსიტეტი თითქმის ხუთი წელია რაც ასპარეზობს ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე და ამ ხნის განმავლობაში ბევრ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

უნივერსიტეტი შეიქმნა 2013 წელს და მას შემდეგ ახორციელებს უამრავ სტუდენტებისთვის სასარგებლი პროგრამას.

უნივერსიტეტს სხვადასხვა შინაარსის და ფუნქციის მატარებელი მემორანდუმები აქვს გაფორმებული საქართველოში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან და ასევე სხვადასხვა კომპანიებთან, სადაც ახალი უმაღლესი უნივერსიტეტის სტუდენტები გადიან სტაჟირებას და ხშირ შემთხვევაში სამსახურსაც იწყენებ!

ახალ უმაღლეს უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს საზღვარგარეთ არსებულ სხვადასხვა უნივერსიტეტებთან რომლებთანაც აქვს გაცვლითი პროგრამები.

ახალ უმაღლეს უნივერსიტეტის მისიას წარმოადგენს

  • მოამზადოს ცოდნაზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისი განათლების, უნარ–ჩვევების, მაღალ ზნეობრივი და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ღირებულებების მქონე სპეციალისტები;
  • პიროვნული პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება,
    თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტების მომზადება;
  • საქართველოს და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის
    უზრუნველყოფა;
  • სტუდენტთათვის, პოტენციურ დამსაქმებელთა მოთხოვნათა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო
    პროგრამების შეთავაზება;
  • სტუდენტთა და აკადემიურ პერსონალთა მობილობის ხელშეწყობა;
  • ბაკალავრის ხარისხის მქონე ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომელთა ზოგადი და დარგობრივი
    კომპეტენციებისრულად შეესაბამება უმაღლესი განათლების კვალიფიკაციით გათვალისწინებულ
    ბაკალავრის მოთხოვნებს, რაც მისცემს კურსდამთავრებულებს საშუალო განათლებაზე უფრო მაღალი დონის
    პროფესიულ მომზადებასთან ერთად სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ცოდნას,
    რაც ხელს შეუწყობს მათ შრომით ბაზარზე დასაქმებასა და შემდგომ საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლის
    გაგრძელების შესაძლებლობას.

  • ახალი უმაღლესი უნივერსიტეტი, ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ კვალიფიციური განათლება, ადგილი, სადაც არის მეგობრული ურთიერთობა სტუდენტებსა და ლექტორებს შორის, ადგილი, სადაც ხორციელდება უამრავი საინტერესო პროექტი სტუდენტებისთვის!

    დიდი წარმატება - სწორი არჩევანით იწყება!

    ახალი უმაღლესი უნივერსიტეტი გელით!

    http://www.newuni.edu.ge/index.html

    0
    14
    შეფასება არ არის
    ავტორი:ლავრენტი კვარაცხელია
    ლავრენტი კვარაცხელია
    14
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0