x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134342
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
ტესტი: აირჩიეთ მამაკაცი, რომელიც მოგწონთ და გაიგეთ რაღაც ახალი თქვენს პიროვნებაზე
ხშირად ხდება, რომ რომელიმე ცნობილი ადამიანი სხვებზე მეტად გვიზიდავს და საიდუმლოდ იმასაც ვნატრობთ, რომ ჩვენი მეორე ნახევარი მას ჰგავდეს. იმ თვისებების ცოდნა, რაც ამ სელებრითს ახასიათებს, შეიძლება დაგვეხმაროს იმის გაგებაში, რას ეძებთ პარტნიორში და, ასევე, გითხრათ რაღაც ახალი თქვენს პიროვნებაზეც.


სტატიაში ტესტს გთავაზობთ. აირჩიეთ ამ 8 მამაკაციდან ის ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მისაღებია თქვენთვის და ჩვენ გეტყვით, რა თვისებებს აფასებთ მამაკაცში. ტესტი მაიერს-ბრიგსის ტიპის ინდიკატორზეა დაფუძნებული და ეფექტურად გამოიყენება ადამიანის პიროვნულობის შესაფასებლად.


image


თუ უკვე აირჩიეთ სასურველი მამაკაცი, მაშინ პასუხები იხილეთ დაბლა:



image




1. ჰიუ ჯეკმანი


გსურთ, რომ თქვენს მამაკაცს კარგად შეეძლოს ხალხისა და სიტუაციების განსჯა და, აქედან გამომდინარე, დეტალური ინფორმაცია გამოიყენოს სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. ჰიუ ჯეკმანში შეიძლება იმანაც მიგიზიდათ, რომ ის საქველმოქმედო საქმეებშია ჩართული და მხარს უჭერს შესაბამის ორგანიზაციებს.

image








2. ლეონარდო დიკაპრიო


თუ არჩევანი ლეონარდოზე შეაჩერეთ, მოგწონთ მამაკაცი, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრში იმყოფება, შეუძლია, სხვებს ღიმილი მოჰგვაროს და გააბედნიეროს. როგორც ჩანს, ნამდვილ ცხოვრებაში ლეონარდო დიკაპრიო დიდად არ განსხვავდება თავისი პერსონაჟისგან - ჯეკ დოუსონისგან, რომელიც "ტიტანიკის" მთავარი გმირია.

image








3. ვლადიმერ პუტინი


თუ ვლადიმერ პუტინის ან სტივ ჯობსის ტიპის მამაკაცი მოგწონთ, ესე იგი ძლიერი მეორე ნახევარი გსურთ, რომელიც მიყვება გზას, რომელიც სწორად მიაჩნია. მათ თითქმის ყოველთვის იციან დავალების შესასრულებლად უმარტივესი და ეფექტური გზები და არ ხარჯავენ რესურსებს არასაჭირო რამეებზე. ისინი თავს კარგად აღწევენ უსიამოვნო სიტუაციებიდან.

image








4. ბრედ პიტი


ბრედ პიტი არის მამაკაცი, რომელსაც ესთეტიკური გემოვნება აქვს. ფილმებში თამაშის გარდა, ის დაინტერესებულია არქიტექტურით. მან კინო-გადაღებებიდან შვებულებაც კი აიღო, რომ კომპიუტერული დიზაინი შეესწავლა. თუ ბრედ პიტი მოგწონთ, ესე იგი თქვენ გვერდით ისურვებდით ესთეტიკური გრძნობების მქონე მამაკაცს.

image








5. ჯორჯ კლუნი


თუ მომხიბლავ პრინცზე ოცნებობთ, რომელიც სასახლეში ცხოვრობს და ყველაფრის შესაძლებლობა აქვს, მაშინ ჯორჯ კლუნის მსგავსი მამაკაცი გჭირდებათ. ეს არის ადამიანის პორტრეტი, რომელიც სამსახიობო მიზნების გარდა აქტიური აქტივისტიცაა.

image









6. ბარაკ ობამა


გსურთ, რომ თქვენი პარტნიორი ოპტიმისტი და მომავლის მიმართ ენთუზიაზისტურად განწყობილი იყოს, როგორიც ბარაკ ობამაა, რომლის დევიზიც ასეთია: "დიახ, ჩვენ შეგვიძლია". ის იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ყოველთვის და ყველგან პოულობენ შესაძლებლობებს. მათ შეუძლიათ, საკუთარი ენთუზიაზმი სხვებსაც გადასდონ.

image








7. მარკ ცუკერბერგი


საიდუმლო არ არის, რომ მიუხედავად წარმატებული კარიერისა, მარკ ცუკერბერგი მედიის წინაშე მაინც მორცხვობს და ინტერვიუების დროს ნერვიულობს. თუ მარკის ტიპის მამაკაცები მოგწონთ, მაშინ თქვენ გვერდით წარმოგიდგენიათ მამაკაცი, რომელსაც ლიდერული თვისებები აქვს და, ამავე დროს, საჯარო ყურადღებისგან თავს შორს იჭერს. ეს ადამიანები საოცარ იდეებს ფლობენ.

image








8. დენიელ რედკლიფი


თქვენ თბილი ენთუზიასტი, მხიარული და პოტენციალით სავსე პარტნიორი გსურთ. ის შესაძლებლობებით სავსე სამყაროში ცხოვრობს და მისთვის მნიშვნელოვან რაღაცებს უდიდესი ენთუზიაზმით აკეთებს.

ხომ არ დაიბენით, დენიელ რედკლიფზე ვსაუბრობთ თუ ჰარი პოტერზე?

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მათ მსგავსი პიროვნული თვისებები აქვთ.

image









ასევე დაგაინტერესებთ:


1. ფერების ტესტი, რომელიც თქვენს ფსიქოლოგიურ ასაკს გამოავლენს

image



2. პირველი რამ, რასაც ამ ოთხ სურათში დაინახავთ, გამოავლენს სიმართლეს თქვენ შესახებ

image



3. ფსიქოლოგიური ტესტი: როგორ გხედავენ სხვები და როგორი ხარ სინამდვილეში

image



4. ფსიქოლოგიური ტესტი: გაიგეთ მნიშვნელოვანი რამ თქვენს პიროვნებაზე

image



5. ფსიქოლოგიური ტესტი: 4 სიმართლე თქვენ შესახებ

image

0
415
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0