x
მეტი
  • 24.10.2018
  • სტატია:81956
  • ვიდეო:333942
  • სურათი:439238
როდემდე უნდა ეგონოთ ჩლუნგ გრუზინებს, რომ ქალთან სექსი ქალის დამცირება და შეურაცხყოფაა

image

უფლებადამცველი, ქალთა მოძრაობის წევრი და კავშირი "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:



როდემდე უნდა ეგონოთ ჩლუნგ გრუზინებს, რომ ქალთან სექსი ქალის დამცირება და შეურაცხყოფაა და მის რასაზე და ეროვნებაზე თავდასხმაა? რა საყრუეთში და გამოქვაბულში ცხოვრობენ ასეთში, რომ ვეღარასდროს გამოვიდნენ???
ანუ ქალი სახმარი ნივთი ჰგონიათ და არა ადამიანი, სექსი კი მხოლოდ კაცის სიამოვნების წყარო, საიდანაც ქალი ვერ ხეირობს.
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სექსის მერე ბედნიერი ქალი არასოდეს უნახავთ და სექსის მერე მხოლოდ დასჯილ, დამცირებულ პარტნიორებს ხედავდნენ, რაც ავად მეტყველებს ამ კაცების სექსუალურ უნარებზე, რომელიც მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე და სხვის დამცირებაზეა ორიენტირებული.
პ.ს. ასეთი ფოტოს ასეთი კომენტარით გავრცელება ქალის თანხმობის გარეშე, სსკ დანაშაულია და ველი გამოძიების შედეგებს. ალბათ ხვდებით, რომ ასეთი კომენტარით ასეთი ფოტოს განთავსებას ქალი არ დათანხმდებოდა. დარწმუნებული ვარ, არც უკითხავს მისთვის და ვიცი, რომ უკვე ჩამოხსნა და ჩაისვარა, მაგრამ პასუხს შსს მაინც მოსთხოვს."-წერს პატარაია.

image

საუბარია ექიმ ბაჩო შენგელიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე, სადაც ის უცხოელ ქალთან ერთად ლოგინშია და ასეთი კომენტარი ახლავს:"ქართველებო ნუ ეჭვიანობთ, როგორც ისნი ტ***ნ ჩვენებს, აგერ ჩვენც ვტ***თ იმათ, რატო ნერვიულობთ ქართველებო დაწყნარდით."

აგავრცელებულ ფოტოზე რეაგირება ჰქონდა რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სადაც აცხადებენ, რომ საავადმყოფოს ეთიკის კომისია მომხდართან დაკავშირებით იმსჯელებს.

image

თავად ექიმი კი ბოდიშს იხდის და ასეთ განმარტებას აკეთებს:"“2018 წლის თებერვლის თვეში ინდოეთის ერთ ერთ ქალაქში დავიწყე მოღვაწეობა საქველმოქმედო მიზნით ექიმ ოფთალმოლოგად, გავიცანი უამრავი საინტერესო და კეთილი ადამიანი, ფოტოზე აღნიშნული ქალბატონი გავიცანი არასამედიცინო გარემოში და მთელი იქ ჩემი ყოფნის პერიოდში გვქონდა იდიალური ურთიერთობა მიუხედავად ეთნიკური, სოციალური, კანის ფერის და განსხვავებული რელიგიური მრწამსისა. სწორედ ჩემი ემოციის და ანტიქსენოფობიური მოსაზრების დაფიქსირება მსურდა იმ ქსენოფობიურ სიუჟეტზე რომელზეც ხანგრძლივი დისკუსია გავმართეთ."



1
171
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
171
  
ხანდახან მგონია, რომ გავაფრენ(((((((..........
0 1 1