x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134337
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
რატომ ბრუნდება ივანიშვილი ?

თუ რაღაც უბედურება არ დატრიალდა, ხელისუფლებაში არ დავბრუნდები, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა . ივანიშვილი პოლიტიკაში მის დაბრუნებას მეორედ მოსვლას ადარებს.
“პოლიტიკიდან წამოსვლის წინ გავაკეთე ბევრჯერ განმარტება. საზოგადოებამ ამ 20 წლის განმავლობაში გაიგო, რა არის ხელისუფლება და გაიგო, რომ ხელისუფლება უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს. “ნაციონალური მოძრაობის” დროს საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ თუ არ აკონტროლე, შეიძლება მივიღოთ ის, რაც მივიღეთ – ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა ხალხზე. თუ საზოგადოება მოახერხებს მართვას, ხელისუფლება იქნება ისეთი, როგორიც სურს საზოგადოებას. ის ჭარბი ნდობა, რაც გამაჩნდა საზოგადოებისგან, საზიანო იქნებოდა ქვეყნისთვის. ჭარბი ნდობა მოადუნებდა იმ მუხტის განვითარებას, რათა საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ პატრონი ამ ქვეყნის არის საზოგადოება. აქედან გამომდინარე, ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება არ იქნება სწორი, თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას დადგეს. მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას. რაღაც უბედურება უნდა მოხდეს ამისთვის”, – განაცხადა ივანიშვილმა.თუ რაღაც უბედურება არ დატრიალდა, ხელისუფლებაში არ დავბრუნდები, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 2015 წლის იანვარშიimage
, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა .

1
241
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
241
  
2018, 26 აპრილი, 16:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1