x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
8 რამ,რასაც ჭკვიანი ადამიანი არასოდეს გააკეთებს
გესმოდეს საკუთარი ემოციების და მართო ისინი-ეს ჭკვიანი ადამიანის თვისებაა. ისინი არ ატარებენ ბრაზს, შეუძლიათ მიუშვან სიტუაცია და წინ განაგრძონ სვლა. ასეთი ადამიანების ბედნიერების რეცეპტი არა მხოლოდ მათ მოქმედებებშია, არამედ იმაშიც, რასაც ისინი არასოდეს აკეთებენ.

მართლაც, უფრო ადვილია შეამჩნიო რას არ აკეთებენ ასეთი ადამიანები და შესაბამისი დასკვნები გააკეთო, ვიდრე განსაზღვრო რა განაპირობებს მათ წარმატებას.


1. არ უშვებენ ხელიდან საშუალებას, რომ დაზოგონ

imageფინანსების მართვის უნარი-ერთერთი განმასხვავებელი თვისებაა, რაც ამ ადამიანებს გამოარჩევს. არსებობს მრავალი დეტალი, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.


მაგალითად, ონკანზე ფილტრის დაყენება საშუალებას მოგცემთ ბოთლის წყალზე ეკონომია გააკეთოთ. კარტრიჯის დატენვა ახლის ყიდვის სანაცვლოდ-კიდევ ერთი ჭკვიანური ნაბიჯია. ინტერნეტში უამრავი ხარისხიანი კონტენტია და შეგიძლიათ გაზეთისა თუ ჟურნალის გამოწერაზე უარი თქვათ და ა.შ.


2. არ ელიან დახმარებას სხვებისგან

image

კარგია, როცა ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომელთა იმედიც შეგვიძლია გვქონდეს, მაგრამ როცა გამუდმებით სხვებისგან მოითხოვთ მხარდაჭერას, ეს თქვენ გასუსტებთ. შესაძლოა თქვენ ბრწყინვალე გონება და მონაცემები გაქვთ, მაგრამ ეს ყველაფერი სარგებელს ვერ მოგიტანთ, თუ გამუდმებით სხვების დახმარების მოლოდინში იქნებით.

დაფიქრდით, მართლა არ შეგიძლიათ რაიმე ამოცანის დამოუკიდებლად გადაჭრა? შიში, რომ რაღაცას სწორად ვერ გააკეთებ, ვერ გაუმკლავდები-ბარიერია, რომელიც უნდა გადალახოთ, რომ თქვენი პრობლემა მოაგვაროთ.


3.არ თანხმდებიან იმას, რაც არ აწყობთ

imageსიტყვა “არა" ძლიერი იარაღია და მისი გამოყენება უნდა შეგეძლოთ. როცა უარს ამბობთ ახალი პასუხისმგებლობის აღებაზე, ეს საშუალებას გაძლევთ უფრო უკეთ გაუმკლავდეთ იმ ვალდებულებას, რომელიც უკვე გაქვთ აღებული მანამდე. სიტყვა “არა" თქვენი დაზღვევაა არასწორი არჩევანისგან.

იცოდეთ თქვენი თავის ფასი. არ დათანხმდეთ იმას, რაც არ მოგწონთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანები თქვენ შესაძლებლობებს ისევ და ისევ გამოიყენებენ თავის სასარგებლოდ. თქვენ კი თავს ამით მხოლოდ ცუდად იგრძნობთ.


4.წყენას არ იტოვებენ

imageსიბრაზე და ნეგატიური ემოციები ბუნებრივია უსიამოვნო სიტუაციის შემდეგ, მაგრამ თუ გარკვეული დროის შემდეგ წყენას და ბრაზს ისევ განიცდით, ეს მხოლოდ თქვენ დაგაზარალებთ. ნეგატიური ემოციების დგროვება-გამუდმებულ სტრესს ნიშნავს, ჭკვიანი ადამიანები კი სტრესს ერიდებიან. თანაც, სტრესი თქვენს ჯანმრთელობაზე ფრიად უარყოფით ზეგავლენას ახდენს.


5. არ ოცნებობენ და არ ვარაუდობენ

image“გჯეროდეს უკეთესის და მზად იყავი უარესისთვის"-ეს ის ფრაზაა რომლითაც უნდა იხელმძღვანელოთ, როცა საქმეში ბევრ დროს და ენერგიას დებთ. იმედი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება-მოტივს აძლევს ადამიანს, ცუდი დასასრულისადმი მზადყოფნა კი იმედგაცრუებისგან გიცავთ წარუმატებლობის შემთხვევაში. თუმცა, როცა ადამიანი უსაქმურობსდა ბედისგან ელის საჩუქარს, ეს ჩვეულებრივი სიზარმაცეა.


6. არ ნებდებიან, როცა მათ იდეას არ იწონებენ

imageყველას აქვს უფლება საკუთარი თავის მიმართ კონსტრუქციული კრიტიკა მოისმინოს, რომელიც გვეხმარება იმის გაანალიზებაში თუ რატომ არაა ჩვენი იდეა პროდუქტიული. თუმცა, არ ღირს ამის გამო უარი თქვათ იმაზე, რაც თქვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანია. თქვენი ჩანაფიქრისადმი სხვათა სკეპტიკური დამოკიდებულება შეიძლება იმითაა გამოწვეული, რომ თქვენი გამოუცდელობა აშინებთ ან თქვენი განვითარება არ აწყობთ.

იმუშავეთ თქვენს თავზე, შეცდომებზე, მაგრამ უარი არ თქვათ თქვენს ოცნებაზე სხვათა მოსაზრების გამო.


7.არ ცხოვრობენ წარსულით

imageშეგეძლოს წაგება-წარმატების შემადგენელი ნაწილია. თუ მარცხი განიცადეთ, ე.ი. გარისკეთ, ცდილობდით რაღაცისთვის მიგეღწიათ. გააგრძელეთ წინსვლა და წარსულის შეცდომებს ნუ მიეჯაჭვებით. თუ წარსულით იცხოვრებთ, ის აწმყოდ იქცევა და მომავალს დაკარგავთ.


8.არ იფუჭებენ ხასიათს

imageთუ ადამიანი გამუდმებით იმაზე ფიქრობს, როგორ გამოიყურება სხვებთან შედარებით, მას ბედნიერს ვერ ვუწოდებთ. უნდა შეგეძლოთ ყველაზე პატარა გამარჯვებითაც კი გაიხაროთ და სხვათა დამოკიდებულებას ხასიათი არ უნდა გააფუჭებინოთ. სხვა ადამიანების მოსაზრება სუბიექტურია და რეალობას არ ასახავს.


0
366
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0