x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"ტოიოტას" ახალი კამპანია ოლიმპიური და პარაოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერის ფარგლებში - შეძელი შეუძლებელი!
image

ცოტა ხნის წინ ამ სლოგანით ტოიოტამ ახალი გლობალური კამპანია დააანონსა. პროექტი ეფუძნება ისეთ მარადიულ ფასეულობებს, როგორიცაა გამბედაობა, გამოწვევა და მუდმივი პროგრესი, რაც თავის მხრივ ოლიმპიური და პარაოლიმპიური მოძრაობის სულისკვეთებასთან ერთად სრულად ეხმიანება ტოიოტას გლობალურ ხედვასა და აზროვნების სტილს.

მართლაც, მას შემდეგ რაც ტოიოტამ გააფორმა გლობალური პარტნიორობის ხელშეკრულება ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ საერთაშორისო კომიტეტებთან, მსოფლიო მასშტაბით ბევრი საინტერესო პროექტი დაიწყო.

ტოიოტას „მობილობა ყველასთვის“ ( Ever Better Mobility for All) ფილოსოფია მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით შეცვალოს გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებული „შაბლონური“ მიდგომა. მობილობის ბარიერების დასაძლევად ტოიოტა მუდმივად მუშაობს ახალი ინოვაციების შექმნაზე - დაწყებული ოპტიმიზირებული საზოგადოებრივი სატრანპორტო სისტემით (სპეციალურად დიდი ქალაქებისთვის), დასრულებული ინდივიდუალური გადაწყვეტებით განსაკუთრებული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.


image

ტოიოტას სწამს, რომ მობილობა ავტომობილებს მიღმა ცნებაა და მოძრაობა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლებაა. აქედან გამომდინარე, ეს კამპანია და მსოფლიო პარტნიორობა ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ საერთაშორისო კომიტეტებთან არის კომპანიის მთავარი დაპირების - მიანიჭო მოძრაობის თავისუფლება ყველას - ასახვა.

„შეძელი შეუძლებელი“ მოგვითხრობს ადამიანური სიძლიერის და გამარჯვების გამორჩეულ ისტორიებს და ადამიანებს გამბედაობისკენ მოუწოდებს.

ესარის გლობალური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს შთააგონოს ტოიოტას თანამშრომლები, პარტნიორები, მომხმარებლები და დააკავშიროს ისინი კომპანიის ფილოსოფიასთან - ამბობს ნორიაკო იამაშიტა, ტოიოტა მოტორ კორპორაციის გაყიდვებისა და მარკეტინგის მხარდაჭერის განყოფილების გენერალური მენეჯერი.

„შეძელი შეუძლებელი“ ასახავს ტოიოტას ევოლუციას და გვიზიარებს როგორც ოლიმპიელი და პარალიმპიელი, ასევე სხვა სპორტსმენების რეალურ ცხოვრებისეულ ისტორიებს, რომლებიც ამჟღავნებენ ისეთ ღირებულებებს როგორებიცაა: თავმდაბლობა, შრომისმოყვარეობა და მუდმივი ბრძოლა.

კამპანია ასახავს ტოიოტას გრძელვადიან დაპირებას, ხელი შეუწყოს უფრო მეტად ინკლუზიური და მდგრადი საზოგადოების შექმნას, რომელშიც ყველას შეუძლია შეეჭიდოს შეუძლებელს წარმატებული ისტორიებით შთაგონებისა და ტოიოტას ტექნოლოგიების დახმარებით.

მრავალი პლატფორმის მქონე გლობალური კამპანიის ორი კრეატიული საყრდენი მოიცავს "ინსპირაციას', რომელიც ადამიანის სულის ზეიმია და პროდუქტს "მტკიცებულებას", რაც ახდენს ტიოიტას ინოვაციური იდეების დემონსტრირებას და ეხმარება ადამიანებს თავისუფლად მოძრაობაში.

ტოიოტამ ახლახან შეიმუშავა ახალი ვებგვერდი: www.MobilityForAll.com.

აშშ-ს ეროვნული ცენტრი ხელმისაწვდომი მედიისთვის(NCAM)-სთან კონსულტაციით ვებგვერდი (რომელიც ეტაპობრივად გაეშვება) აგებულია ისე, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველა მომხმარებლისთვის, მიუხედავად განსაკუთრებული შესაძლებლობისა და მისცეს მას საიტის კონტენტის სრულფასოვანი გაცნობისა და გამოცდის საშუალება.

საიტის პროგრამული და ვიზუალური მხარე ისეა შექმნილი, რომ გამოცდილება ყველა მომხმარებლისთვის თანაბრად სასიამოვნო იყოს, იქნება ეს მხედველობა დაქვეითებული, სმენადაქვეითებული, თუ სხვა განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე მომხმარებელი.

ამ კამპანიის რამდენიმე ემოციური ვიდეო რგოლი შეგიძლიათ უკვე იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.toyota.ge/mobilityforall/











1
7
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
7
  
2018, 28 აპრილი, 23:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1