x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
,,ჩემი ბრაზი ქალების სახელს ატარებდა,, -რას მოგვითხრობს ,, პილატეს სახარება,,

ფრანგი მწერლის, ერიკ ემანულ შმიდტის “ პილატეს სახარებამ“ საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია. ნაწარმოებმა მკითხველთა დიდ ნაწილში აღფრთოვანება დაიმსახურა, თუმცა გამოჩნდნენ ისინიც, ვინც მას ბრალს მკრეხელობაში სდებდნენ. ნაწარმოებში იესო ქრისტეს ადამიანური ბუნებაა ხაზგასმული და საინტერესო პრიზმაშია განხილული არაერთი საკითხი, მაგალითად, ქალების ყოფა პატრიარქალურ საზოგადოებაში, რელიგიის, რწმენის და ღმერთის შესახებ ახალგაზრდა ბიჭის შეხედულებები, რომელიც სხვას არ ჰგავს. ის პრობლემატიკა, რომელსაც ნაწარმოებში ვხვდებით, სამყაროსავით ძველია და არც დღეს დაუკარგავს აქტუალობა, მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ შემეგი ციტატა:
image
“ჩემი ბრაზი ქალების სახელს ატარებდა. ივდითი. რახილა. ივდითი ჩემი მეზობელი თვრამეტი წლის გოგო იყო, !რომელსაც ერთი სირიელი მოუვიდა თვალში. როცა ეს უკანასკნელი ხელის სათხოვნელად ოჯახს ესტუმრა, უარით გამოისუმრეს, მათი ქალიშვილი ვერ მისთხობდებოდა მამაკაცს, რომელიც ებრაულ კანონს პატივს არ სცემდა. ერთი კვირის შემდეგ მან თავი ჩამოიხრჩო. რახილა ძალით გაატანეს მსხვილფეხა საქონლის მდიდარ მომშენებელს. სიძე პატარძალზე ბევრად ასაკოვანი, ღიპიანი, სქელსაჯდომიანი, ბალნიანი, ლოყებღაჟღაჟა, მსუქანა, თანაც-ფხუკიანი. დღენიადაგ თავში ურტყამდა რახილას. ერთხელაც ცოლს ახალგაზრსა მწყემსთან წაასწრო. რახილას ჩაქოლვაში ყველა იღებდა მონაწილეობას. ქვების წვიმას საწყალმა ორი საათი გაუძლო. წარმოიდგინეთ, ორი საათი კვდებოდა. ასობით ქვა დააყარეს ნორჩ სხეულს. რახილა! ორი საათი! ასე იცავს ებრაული კანონი არაბუნებრივ ქორწინებას. ყველა ეს დანაშაული ერთ სახელს ატარებდა-კანონი. კანონს კი თავისი შემოქმედი ჰყავდა -ღმერთი“

შმიდტი ამ ნაწარმოებით გვიბიძგებს დავფიქრდეთ, მოითხოვს თუ არა ღმერთი სინამდვლეში ჩვენგან იმას, რასაც ვაკეთებთ მისი სახელით? სჭირდება თუ არა ამხელა მსხვერპლი მას? არის თუ არა ღმერთი ის, ვინც ჩვენ გვგონია და ასე შემდეგ. ამდენად, , პილატეს სახარება“ ნამდვილად ეკუთვნის თანმედროვე ლიტერატურის ძნელად დასავიწყებელი წიგნების მცირე სიას.

3
100
7-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
100
  
2018, 3 სექტემბერი, 11:25
ასეთი დარტყმულია ფანატიკოსების 100%
2018, 31 აგვისტო, 18:30
ვინც მას მკრეხელობაში სდებდა ბრალს - დარტყმულია და სამკურნალო :დ
2018, 26 აპრილი, 21:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3