x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა მოხდება თუ პოლიციამ გაგაჩერათ და ჯიბეში მარიხუანა გიპოვეს?
image


ბევრი ადამიანი შეცდომაში შეიყვანა ბოლო დროინდელმა ინფორმაციების არასწორმა გავრცელებამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ბევრს მიაჩნია, რომ მარიხუანა ლეგარული გახდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

საქმე არის შემდეგში:


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გივი შანიძეს სარჩელი N742 დაკმაყოფილდა, რითაც მოხდა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია! ანუ თუ თქვენ მოწევთ მარიხუანას ამის გამო თქვენს მიმართ არ განხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. თუმცა განსხვავებული მიდგომაა მაშინ, როდესაც მარიხუანა უშუალოდ თქვენს ჯიბეში აღმოჩნდება!


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას მიეკუთვნება “მცენარე კანაფის ან მარიხუანის, უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“.

... და რა მოხდება თუ პოლიციამ გაგაჩერა და ჯიბეში მარიხუანა გიპოვეს!

პირველ რიგში გასარკვევია რა რაოდენობა მარიხუანა გაქვთ ჯიბეში და როგორ მდგომარეობაში (გამომშრალია თუ ნედლი).

თუ პოლიციამ 5 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა გიპოვა ჩათვალეთ, რომ ცოტა გაგიმართლათ და თქვენ მიმართ არ აღიძვრება სისხლის სამართლის დანაშაულის საქმე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენ დაჯარიმდებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 500 ლარით დაჯარიმებას გულისხმობს. ანალოგიური სასჯელი გელით ნედლი მარიხუანის 10 გრამამდე ტარების შემთხვევაში.

თუმცა განსხვავებული შედეგების მომტანია გამომშრალი მარიხუანის 5 გრამზე და ნედლის მარიხუანის 10 გრამზე მეტი რაოდენობის ტარების შემთხვევაში! ამ კონკრეტულ მომენტში დამნაშავე პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლით. რაც მინიმუმ ორი ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს და რაც მთავარია პირად საქმეში ნასამართლეობა შავ ლაქად გაგყვებათ მთელი ცხოვრება!

2
978
შეფასება არ არის
ავტორი:ლავრენტი კვარაცხელია
ლავრენტი კვარაცხელია
978
  
2018, 28 აპრილი, 23:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2