x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ დავაღწიოთ მომაბეზრებელ “სმს“-ებს თავი ?
image

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან და მათგან გამოწვეული რიგი პრობლემების სიაში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია პერსონალურ მონაცემების დაცვას.


როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი პერსონალური მონაცემები და რა უფლებები გაგვაჩნია რიგ შემთხვევებში!


ყველაზე მარტივით დავიწყოთ!
მოსაბეზრებელი მოკლე ტექსტური შეტყობინებები სხვა და სხვა დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან თუ მაღაზიებიდან.



ხშირია შემთხვევა, როდესაც მომხმარებელი თვითონ უნებლიედ აძლევს მეორე მხარეს იმის უფლებას, რომ მან რეგულარულად აგზავნოს მასთან შეტყობინებები. თუმცა ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც აღნიშნული სუბიექტები არღვევენ კანონს და ჩვენს პერსონალურ მონაცემებს იყენებენ ბოროტად ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ!

რაშია გამოსავალი!

ქვემოთ მოცემულ სურათში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ განცხადების ფორმა, რის საფუძველზეც ნებისმიერი თქვენთაგანი შეძლებს განცხადებით მიმართოს იმ ორგანიზაციას, რომელი ორგანიზაციიდან მოგდით მოკლე ტექსტური შეტყობინება და მიიღოთ პასუხი დაუყოვნებლივ!

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის მე-40 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ.
თუმცა ამავე მუხლით ასევე არსებობს მეორე ვარიანტი, როდესაც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხს შეიძლება დასჭირდეს 10 დღე! თუმცა კონკრეტული შემთხვევა როგორც წესი არ საჭიროებს ათ დღიან ინფორმაციის მოძიების ვადას.

დროა ვიცოდეთ ჩვენი უფლებები! დროა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის!


image


1
126
შეფასება არ არის
ავტორი:ლავრენტი კვარაცხელია
ლავრენტი კვარაცხელია
126
  
2018, 26 აპრილი, 14:42
ეს უფრო დიდი იდიოტობაა...
0 1 1