x
image
რუსუდან ნადირაშვილი
პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო სამი ადგილით დაწინაურდა
image

.

საერთაშოროსო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2018 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო სამი საფეხურით დაწინაურდა. კვლევის მიხედვით, საქართველო 61-ე პოზიციაზეა, შარშანდელ რეიტინგში კი 64-ე ადგილი ეკავა. არადა, ახლახან საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაცია „freedom house“ სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, თითქოს საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის სურათი გაუარესდა.

.
კვლევის ავტორთა თქმით, საქართველოში პრესა პლურალისტურია, მაგრამ ჯერ დამოუკიდებელი არ არის.


.
„ბოლო წლების რეფორმებს მედიამფლობელების გამჭვირვალობისა და სატელიტური მაუწყებლობის კუთხით გაუმჯობესება მოჰყვა“, – წერია დასკვნაში.
თუმცა, კვლევის ავტორთა თქმით, საქართველოში მედია ჯერ კიდევ პოლარიზებულია და მფლობელები მაინც ხშირად ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში.

.
„მთავარი ოპოზიციური არხის „რუსთავი 2-ის“ მფლობელობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის შედეგს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება“, – აღნიშნულია ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ კვლევაში.

.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა ნაკლებად ხდება, თუმცა მუქარის შემთხვევები მაინც ფიქსირდება. ავტორები ყურადღებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგანმუხთარლის საქმეზე ამახვილებენ.

.
ორგანიზაციის რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, მონაცემებით, 2013 წლის შემდეგ, საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელი 39 საფეხურით გაუმჯობესდა მაშინ, როდესაც ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპაში პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, რეგიონული მონაცემები გაუარესდა.

.
„წლის დიდი ნაწილის განმავლობაში რეგიონული მონაცემები სწორედ ევროპაში - პრესის თავისუფლებისთვის ყველაზე უსაფრთხო რეგიონში უარესდებოდა. პოზიციების გაუარესების თვალსაზრისით ინდექსის პირველ ხუთეულში ოთხი ევროპული ქვეყანაა: მალტა (65-ე ადგილი, ინდექსი შემცირდა 18 პუნქტით), ჩეხეთი (34-ე ადგილი, გაუარესება 11 პუნქტით), სერბეთი (76-ე ადგილი, გაუარესება 10 პუნქტით) და სლოვაკეთი (27-ე ადგილი, გაუარესება 10 პუნქტით). ევროპული მოდელის ნელი დაკნინება გრძელდება“, - აღნიშნავს ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.

.
ანგარიშში საუბარია მსოფლიო ლიდერების დიდი ნაწილის მიერ მედიის, როგორც მოწინააღმდეგის აღქმის ტენდენციის ზრდაზე.

.
“დემოკრატიულად არჩეული ლიდერების სულ უფრო მზარდი რაოდენობა უყურებს მედიას არა როგორც დემოკრატიის ფუნდამენტურ ბურჯს, არამედ როგორც მოწინააღმდეგეს, რომლის მიმართაც ზიზღის ღიად გამოხატვას ისინი აღარ ერიდებიან. კონსტიტუციის პირველი შესწორების ქვეყნის - ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციები კვლავ შემცირდა დონალდ ტრამპის სათავეში ყოფნის პერიოდში, ამჯერად ორი პუნქტით (45-ე ადგილი)“, -ნათქვამია ანგარიშში.

.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების 2018 წლის ინდექსში აზერბაიჯანი 163-ე, სომხეთი 80-ე, რუსეთი-148-ე, თურქეთი – 157-ე, ხოლო უკრაინა 101-ე ადგილზე მოხვდა.

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0