x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
„იმედში“ ვინც მუშაობდა იცის, როგორ გამოყავდა ერეკლე კოდუას თანამშრომლები შენობიდან“ - ჟორჟოლიანი

image

.

ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის გვერდზე „იმედის“ დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილი დირექტორის ერეკლე კოდუას პასუხისგებაში მიცემას გამოეხმაურა. ჟორჟოლიანი წერს, რომ კოდუას „იმედის“ თანამშრომლები შენობიდან საკუთარი ხელით გაჰყავდა.
.
„იმედში ვინც მაშინ მუშაობდა, ყველამ იცის, როგორ გამოყავდა ერეკლე კოდუას თანამშრომლები შენობიდან და მისი პირადი მანქანითაც კი უშვებდა სახლში. შესაბამისად, ჟურნალისტებმა იციან სიმართლე.
.
რაც შეეხება ხალხს, მათმა დიდმა ნაწილმაც იცის უკვე, რომ ეს ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური დევნითაა დაკავებული. აბა, რაღა დროს კოდუაა. ის, ხომ მხოლოდ მიშასთან გადაღებულმა ფოტომ
გაგახსენათ და სხვებივით რომ ეთანამშრომლა თქვენთან, იცხოვრებდა ქვეყანაში მშვიდად.
.
მოკლედ, საბას მამა, ისედაც ვერ ჩამოვა ქვეყანაში, ვიდრე თქვენ ხართ მთავრობაში და წერეთ და იკითხეთ ეგ თქვენი ბრალი. და ამ ყველაფრის პარალელურად გემს მიხედეთ, გემს. ირაკლი, შენ ჩემზე კარგად იცი, რომ ყველაფერი მაგრად იქნება“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
.
შეგახსენებთ, „ტელეიმედის“ დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილი დირექტორი პასუხისგებაში მიეცა. საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2007 წლის 7 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (ს.ო.დ.) ყოფილი დირექტორი ე.კ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
.
.
image
1
229
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
229
  
2018, 27 აპრილი, 0:10
ფრთები აკლია ერეკლეს, თორემ ანგელოზია.
მორიგი რეჟიმის სადისტი ჩინოვნიკის უხეირო "გაპრავების" მცდელობა.
0 1 1