x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გაინტერესებთ,აეწყობა თუ არა თქვენი ურთიერთობა?-დაუსვით მას მხოლოდ ერთი შეკითხვა და გაიგებთ
ძალიან უბრალო და მნიშვნელოვანი შეკითხვა.


image
პირველი პაემანი, როგორც წესი, ყველა ქალს აღელვებს. ვღელავთ იმაზე, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოვახდენთ, მოვეწონებით თუ არა პარტნიორს, ან ჩვენ თუ მოგვეწონება და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, უკვე იმაზე ვფიქრობთ, აეწყობა თუ არა მომავალში ჩვენი ურთიერთობა.

ფსიქოლოგი რობერტ მაურერი ამტკიცებს, რომ არსებობს უტყუარი მეთოდი, რომელიც დაგვეხმარება ამოვიცნოთ, თუ როგორი ადამიანი დგას ჩვენს წინ და გამოდგება თუ არა ხანგრძლივი ურთიერთობისთვის.

საკმარისია მხოლოდ ეს შეკითხვა დაუსვათ და ყველაფერს მიხვდებით


image შეკითხვა კი თავისი არსით ძალიან უბრალოა: “რატომ ხართ ჯერ კიდევ მარტოხელა?"

ფსიქოლოგის მოსაზრებით, ის, თუ რა პასუხს გაგცემთ მამაკაცი, ბევრი რამის გაგებაში დაგეხმარებთ.

თუ თქვენი ახალი ნაცნობი თავის წინა პარტნიორს აჰკიდებს მისი მარტოხელობის ბრალს და პასუხისმგებლობას, მაშინ ნამდვილად არ ღირს ამ მამაკაცთან ხანგრძლივ ურთიერთობაზე ფიქრი.

image მაგრამ თუ მამაკაცი გულახდილად აღიარებს თავის ბრალს იმაში, რომ აქამდე ურთიერთობები ვერ ააწყო და იმასაც აღიარებს, რომ შეცდომები დაუშვა წარსულში და სათანადო ყურადღებას არ იჩენდა პარტნიორის მიმართ, დიდი ალბათობაა, რომ ეს ადამიანი ახლო და ხანგრძლივი ურთიერთობისთვის კარგი პარტნიორი იქნება.


0
99
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0