x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნაწლავების გაწმენდის სამკვირიანი მეთოდი და სხვა საშუალებები
რა არის ჩვენი ჯანმრთელობის საძირკველი? -თუ შეკითხვას ასე დავსვამთ, შეგვიძლია 100% დარწმუნებით ვუპასუხოთ-ჯანმრთელი ნაწლავები.

imageადამიანებს ესმით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გულის, კუჭის, ფილტვების, ტვინის დანიშნულება და სწორად ფუნქციონირება, მაგრამ ნაწლავების გამართულად მუშაობაზე თითქმის არავინ ზრუნავს, მაშინ, როცა ძალიან ბევრი დაავადების მიზეზი სწორედ ნაწლავურ პრობლემებს უკავშირდება.imageიმისთვის, რომ ჯანმრთელად ვიყოთ და ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულადაც გამოვიყურებოდეთ, საჭოროა ნაწლავების გამართულად მუშაობას შევუწყოთ ხელი.


ნაწლავების მუშაობის ნორმალიზება

1. დილით, ადგომისთანავე, დალიეთ 1 ჭიქა ჩვეულებრივი წყალი. 15 წთ-ის შემდეგ მწვანე ან სხვა ბალახეული ჩაი. კიდევ 15 წთ-ის შემდეგ კი კარგად ისაუზმეთ.


image

2. არ ჭამოთ უმადობისას (მაგალითად მაშინ, როცა ავად ხართ). ამ დროს ნაწლავების სისხლძარღვები სპაზმირებულია, ნაწლავების ხაო კი ნაწლავების კედელზეა მიკრული და საკვების კარგად გადამუშავება არ შეუძლიათ. არ შეიძლება ჭამა მაშინ, როცა გაღიზიანებული ან დაღლილი ხართ, რადგან სტრესის ჰორმონი საკვების მონელებას ხელს უშლის.


3.საკვების მონელების პროცესი პირის ღრუში იწყება, ამიტომ საკვები კარგად დაღეჭეთ. ეს განსაკუთრებით მძიმედ მოსანელებელ საკვებს ეხება. ამიტომ, თუ დროში შეზღუდული ხართ, მიირთვით ისეთი საკვები, რომელსაც კარგად დაქუცმაცება არ ესაჭიროება: იოგურტი, ხილი, კეფირი

image

4. აუცილებელი არაა გამწმენდი ოყნების კეთება. მათი შეცვლა თავისუფლად შეგიძლიათ ბოსტნეულის სალათებით, რომლებიც, ხატოვნად რომ ვთქვათ, პირდაპირ გამოგვიან თქვენს ნაწლავებს მავნე ნარჩენებისგან... მიირთვით ასეთი სალათა ერთი კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს.

image

5. მიხედეთ შეკრულობას. თუ ნაწლავები დროულად არ დაიცლება, დაიწყება ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფა, რომელიც სისხლს შეერევა და მთელ ორგანიზმში გავრცელდება. ამის თავიდან ასარიდებლად მიირთვით უჯრედისით მდიდარი საკვები, ხილი, ბოსტნეული და დალიეთ ბევრი წყალი.


6.ნაწლავები ასევე ვერ იფუნქციონირებენ სწორად საჭირო მიკროფლორის გარეშე. მიკროფლორის ბალანსის აღსადგენად ყოველდღე უნდა მიირთვათ რძემჟავა პროდუქტები: ნატურალური იოგურტი, მაწონი, კომბოსტოს თეთრი მწნილი.


7.ნებისმიერი სახის ვარჯიში, განსაკუთრებით ისეთი, რომელშიც მუცლის კუნთებია ჩართული, ნაწლავების პერისტალტიკას აუმჯობესებს.


ასაკთან ერთად, ადამიანის ნაწლავებში ტოქსიკური ნივთიერებები გროვდება. ეს სამკვირიანი წმენდის მეთოდი სწორედ ნაწლავების გაწმენდას უწყობს ხელს:

დაგჭირდებათ სელის თესლი და მაწონი.

სელის მშრალი ტესლი დაფქვით ან გაატარეთ ხორცსაკეპში.

პირველი კვირა:

100 გრ. მაწონში გაურიეთ 1 ჩ.კ სელის ფქვილი და მიირეთ მხოლოდ უზმოზე. საუზმე არ მიირთვათ. შუადღით კი რამე მსუბუქი კერძი მიირთვით.

image

მეორე კვირა:

მაწონი ისევ 100 გრამი, სელის ფქვილი კი გააორმაგეთ და 2 ჩაის კოვძი გაურიეთ.

მესამე კვირა:

მაწონის ისევ 100 გრამი, სელის თესლის ფქვილი კი 3 ჩ. კ აიღეთ.

0
456
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
456
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0