x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დედოფლისწყაროში რძის პროდუქტების საწარმო ჰიგიენური ნორმეების დარღვევისთვის დახურეს
image


სურსათის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში კვების ობიექტებისა და საწარმოების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებას განაგრძობს. სააგენტოს ინსპექტორებმა დედოფლისწყაროში რძის საწარმოებიც შეამოწმეს.


სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინსპექტორებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია შპს „ნობეკოს“ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს. შპს „ნობეკო“ დედოფლისწყაროს სოფელ ხორნაბუჯში 2013 წლის იანვრიდან დარეგისტრირდა. საწარმო რძის პროდუქციას, მათ შორის ყველს აწარმოებს, რომლის დისტრიბუციას თავადვე ახდენს.


„კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს კვების ობიექტების, ასევე რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლების და რეალიზატორების შემოწმება. სააგენტოს ინსპექტორებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია შპს „ნობეკოს“ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს“, - განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.



სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემოწმებული საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან ხუთში დააფიქსირა კრიტიკული შეუსაბამობები - არასათანადო რეცხვა-დეზინფიცირება, გამწოვი სისტემების და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, რის გამოც ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, უწყების მითითებების და რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ, ობიექტებს „ფიროსმანი“, „მარანი“ და „ძველი სიღნაღი“ უკვე აღუდგათ საწარმოო პროცესი, ისინი კვლავაც შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას. ხოლო „ბურჯს“ და „ტერასა სიღნაღს“ დღეისათვის კვლავ შეჩერებული აქვთ. მათ ინფრასტრუქტურის განახლება და სანიტარული ნორმების გაუმჯობესება დაევალათ.

0
110
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0