x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"არსებობას გამართლება უნდა, ან, უკიდურეს შემთხვევაში გამტყუნება მაინც."-ჯემალ ქარჩხაძის "პარადოქსული" ფრაზები

image


დიდი მწერალი უპირველეს ყოვლისა ფრაზით იცნობაო. ჯემალ ქარჩხაძის ფრაზა შთამბეჭდავია, გამოირჩევა პარადოქსულობით, აიგება ურთიერთგამომრიცხავი ცნებებით, რომლებიც კი არ აბათილებენ ერთმანეთს, პირიქით-აძლიერებენ.


ეს მოვლენა შეიძლება ასე აისახოს: პარადოქსულ ფრაზაში ძალიან მცირე ტერიტორიაზე ძალიან დიდი ინფორმაციაა კონცენტრირებული. ამ შეკუმშული ინფორმაციის მყისიერი განცდა, აფეთქება, მკითხველის ცნობიერებასთან შეხებისთანავე ხდება.



image




მოვიყვანოთ რამოდენიმე მაგალითი მისი მოთხრობებიდან:


"ღირსებით ნაკლის მიჩქმალვა შეუძლებელია, ნაკლი მხოლოდ სხვა ნაკლით თუ მიიჩქმალება."


"უკან" არ არსებობს, "უკან" იმის მოგონილი სიტყვაა, ვისაც თავი წინ ჰგონია."


"შენ მარტო ხარ კანცელარიაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ დანარჩენებს."


"მეცნიერული თეორია ორგვარია: ერთია მცდარი თეორია, რომელიც დროთა განმავლობაში სწორით შეიცვლება, და მეორეა სწორი თეორია, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო სწორით შეიცვლება."


"ღიმილში ის სიტყვაც უნდა იგულისხმო, სინამდვილეში გულშიაც რომ არ გაუვლიათ, ამითაა ღიმილი საშიში."


"არსებობას გამართლება უნდა, ან, უკიდურეს შემთხვევაში გამტყუნება მაინც."


"ცხოვრება ყოველთვის კარგია, რაკიღა ყოველთვის შეიძლება უარესი იყოს."


თუმცა:


"ცხოვრება ყოველთვის ცუდია, რადგანაც ყოველთვის შეიძლება უკეთესი იყოს"

0
160
6-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0