x
image
melody_inside
აღმოჩენილია უცნაური ქვა, რომელიც  ლითონის  ლურსმნებს ადნობს

image



ქვას „ჯადოსნურს“ უწოდებენ - სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო ამ უცნაური ქვის შესახებ.

( ეს ვიდეო იხილეთ აქ)

ის გადაღებულია მიანმირში ( სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში). როგორც ამბობენ, ქვა ადგილობრივმა ჯარისკაცმა იპოვა, რომელმაც შემთხვევით დადო მასზე თავისი იარაღი და მალევე დაინახა, რომ ის მთლიანად დადნა.





თვითმხილველები ყვებიან, რომ ქვა ჩეულებრივ ტემპერატურას ფლობს. ადამიანებს, რომლებიც მას ეხებიან, არაფერი მოსვლიათ. უცნაური ქვა არ რეაგირებს ხეზე, მინაზე, პლასტმასზე ან წყალზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ლითონთან შეხებისას სწრაფად ადნობს მას.







ვიდეოში შეგიძლიათ დაინახოთ ხის დაფაზე მოთავსებულ ქვაზე თუ როგორ დებენ დიდ და აშკარად ლითონის ლურსმანს. ლურსმანი პრაქტიკულად მყისიერად იწყებს „ლღობას“ და რამდენიმე წამში მხოლოდ ნათელი კვალიღა რჩება მისგან.


ვიდეო სწრაფად გახდა პოპულარული და კომენტარებში ძალიან განსხვავებული აზრი დაიწერა. ზოგი დარწმუნებულია, რომ ეს უბრალო სიყალბეა, ლურსმანი კი დამზადებულია ან შაქრისგან, ან შოკოლადიგან, ქვა კი გაცხელებულია და იოლად ალღობს მას.

სხვებს კი სჯერათ ნანახის და მიაჩნიათ, რომ ქვა უჩვეულო შენადნობია (მეტეორიტიც კი).












ჯერჯერობით ვიდეო შემოწმებული არ არის და თვითონ „ჯადოსნური“ ქვაც არავის გამოუკვლევია.

იხილეთ ასევე:

1. კოსმოსში „დავიწყებული“ რუსი კოსმონავტი.( მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, იური გაგარინის შემდეგ)


image

2. დრო არ არსებობს - ამტკიცებენ ფიზიკოსები

image

******

5
360
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
360
  
2018, 26 აპრილი, 23:53
:)))
აჭარლები მეწყერში მოყოლილ ხეს მდინარეში აგდებენ და აბამენ, ასე აჩერებენ ლამის თვეზე ოდნავ ნაკლებ, მერე სპეციალური კბილანებიანი "ბალგარკით" ჭრიან ტოტს და ცელის სალესს ამზადებენ, მეც მაჩუქეს და როცა სოფელში ავალ გადავუღებ სურათს და დავდებ.
2018, 26 აპრილი, 21:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 26 აპრილი, 19:27
ამ ვიდეოში ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი ქვა ყოფილა და ლურსმანი ისეთი ლითონით არის დამზადებული, რომ ოდნავი სითბოც კი ალღობსოოოოო... გული დამწყდა, მართლა "ჯადოსნური ქვა" რომ არ აღმოჩნდა
2018, 26 აპრილი, 19:25
ოჰოოო....
2018, 26 აპრილი, 12:37
აჭარაში, შუახევში ხარობს ხე, რომელსაც ვერცერთი ნაჯახი და ცული ვერ მიაყენებს ზიანს, მეტის ნაჯახსაც და ცულსაც აფუჭებს.
0 1 5