საზოგადოება „თურქეთის საზღვრებში უნდა შედიოდეს ბათუმი... უამრავი ისტორიკოსი განიხილავს“ – ერდოღანი 2018, 24 აპრილი, 20:22 . თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის მოთხოვნით დასავლეთ თრაკში უახლოეს ხანში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი რომლის თანახმადაც ადგილობრივ ხალხს ევალება გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: სურთ თუ არა თურქეთთან შეერთება. რეფერენდუმის შედეგების მიხედვით თურქეთი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.
.
თავად ერდოღანი საჯარო გამოსვლებში მუდმივად ხაზს უსვამს, რომ გარკვეული ქალაქები მათ უნდა დაიბრუნონ. ერდოღანის თქმთ, თურქეთის ტერიტორიულ ინტერესებში შედის შემდეგი ქალაქ-რეგიონები: კვიპროსი, ხალეპი, მუსული, არბილი, ბათუმი, თესალონიკი, კირძალი, ვარნა და ეგეოსის კუნძულები.
.
„თურქეთი მარტო ეს თურქეთი არ არის.თურქეთის 79 მილიონი მაცხოვრებლის გარდა კიდევ არსებობს ასობით მილიონი ჩვენი ძმა, სხვა გეოგრაფიულ რეგიონებში ვისთანაც გვაქვს ისტორიული კავშირები. ჩვენს ინტერესებში შედის ერაყი, სირია, ლიბია, ყირიმი, კარაბახი, ვოსნია და სხვა საძმო რეგიონები. როდესაც თურქეთი თავის დამოუკიდებლობას და მომავალს დაკარგავს ჩვენც მაშინ დავკარგავთ ინტერესს ამ ტერიტორიების მიმართ..უამრავი ისტორიკოსი განიხილავს რომ თურქეთის საზღვრებში უნდა შედიოდეს კვიპროსი, ხალეპი, მუსული, არბილი, კირკუტი, ბათუმი, თესალონიკი, კირძალი, ვარნა დასავლეთი თრაკი და ეგეოსის კუნძულები“ – განაცხადა ერდოღანმა.
.
არ არის გამორიცხული, ოფიციალურმა თურქეთმა მსგავსი შინაარსის რეფერენდუმების ჩატარება ხსენებულ ქალაქებშიც მოითხოვოს.
696 5-ს მოსწონს |
დიქტატორია და ეპოტინება სხვის მიწებს, თუქები თავად სხვის მიწაზე ცხოვრობენ....