x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სიღნაღში 5 კვების ობიექტი კრიტიკული შეუსაბამობის გამო დროებით დახურეს

image

.

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემოწმებული საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან ხუთში დააფიქსირა კრიტიკული შეუსაბამობები - არასათანადო რეცხვა-დეზინფიცირება, გამწოვი სისტემების და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, რის გამოც ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
.
შემოწმების შედეგად ინსპექტირებამ ხუთი ობიექტი გამოყო, სადაც ყველაზე მძიმე ვითარებაა. ესენია კაფე-რესტორნები: „ფიროსმანი“, „ტერასა სიღნაღი“, „მარანი“, „ძველი სიღნაღი“ და „ბურჯი“.
.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, უწყების მითითებების და რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ, ობიექტებს „ფიროსმანი“, „მარანი“ და „ძველი სიღნაღი“ უკვე აღუდგათ საწარმოო პროცესი, ისინი კვლავაც შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას. ხოლო „ბურჯს“ და „ტერასა სიღნაღს“ დღეისათვის კვლავ შეჩერებული აქვთ. მათ ინფრასტრუქტურის განახლება და სანიტარული ნორმების გაუმჯობესება დაევალათ.
.
„რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლების და რეალიზატორების შემოწმებაც. სააგენტოს ინსპექტორებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია შპს „ნობეკოს“ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს“, - განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
0
61
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0