x
image
ხატია გელბრეიტი
ახალი კვლევის თანახმად , პლანეტა ურანს დამპალი კვერცხის სუნი ასდის
image

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პლანეტა ურანის ატმოსფერო გაჟღენთილია აირით, რომლის გამოც ამ შორეულ პლანეტას გახრწნილი კვერცხის სუნი ასდის.


ახალმა კვლევამ, რომელიც ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა, ურანის ღრუბლების ზედა ფენის ქიმიური შემადგენლობა პირველად გააჟღერა.


ჰავაიზე არსებულ Gemini North-ის ტელესკოპისა და ინსტრუმენტის მეშვებით, რომელსაც სივრცის ახლო-ინფრარული ინტეგრალური სპექტომეტრი ეწოდება, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ურანის ღრუბლის საფარი წყალბადის სულფიდის აირისგან (H2S) შედგება. სწორედ ეს უკანასკნელი აძლევს დამპალ კვერცხს დამახასიათებელ, ტოქსიკურ სუნს.



“თუ რომელიმე უიღბლო ადამიანი ოდესმე ურანის ღრუბლებზე დაეშვება, მას ძალიან უსიამოვნო პირობებთან მოუწევს შეხვედრა.’’ კვლევის ერთ-ერთი ავტორის, პატრიკ ირვინის განცხადებას ოსქფორდის უნივერსიტეტიდან BBC-ი ავრცელებს .


მეცნიერები იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ურანის და ნეპტუნის ღრუბლები შესაძლოა ამიაკის ყინულის (NH3) შემცველიც ყოფილიყო იუპიტერის და სატურნის მსგავსად .თუმცა, ეს ვერც დედამიწაზე არსებული ტელესკოპისა და ვერც კოსმოსურ ხომალდ Voyager 2-ის მეშვეობით ჩატარებული ადრეული დაკვირვებებით ვერ დადასტურდა.


მეცნიერები ირწმუნებიან, რომ გამოვლინდა განსხვავებები აიროვანი და ყინულოვანი კოსმოსური გიგანტების ატმოსფეროებს შორის, რასაც ამ პლანეტების ადრეულ წარსულზე არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია.


თუმცა, პირველ რიგში კოსმოსის მომავალ მგზავრებს ურანის უფრო მტრულ ელემენტებთან გამკლავება მოუწევთ, ვიდრე სპეციფიკური სუნია. მათ შორის უმთავრესი კი იქ არსებული ტემპერატურაა -( -200) გრადუსი ცელსიუსით.


წყარო : Time



0
54
2-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0