x
image
ნათია ჩხობაძე
10 რამ, რაც კატებს არ მოსწონთ
ბევრ ადამიანს ძალიან გვიყვარს კატები. ისინი დამოუკიდებელი არსებები არიან და დიდად არ გვაწუხებენ. ამიტომ მათი მოვლა უფრო ადვილია და შესაბამისად შეიძლება რამდენიმეც კი ვიყოლიოთ სახლში. კატები თუ გვყავს, უნდა ვიცოდეთ ის, თუ რა მოსწონთ და რა არა, რომ გართულებები ავირიდოთ ..... image

გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელიც კატების უმეტესობას აღიზიანებს.


1. მანქანით მგზავრობა

image

კატებს უყვართ სიმყუდროვე და არ მოსწონთ ცვლილებები. შეიძლება მგზავრობამ გამოიწვიოს მათი გულისრევა. თუმცა, არსებობს კატები, რომლებსაც მოსწონთ მგზავრობა.



2.ბანაობა

image

კატები თავს კარგად ისუფთავებენ. მათ არ უყვართ წყალი და შესაბამისად, არც ბანაობა. წყალი შედარებით დიდ კატებს მოსწონს, ჩვეულებრივ ფისოებს კი ნაკლებად. ხშირი დაბანა კატების არც შეიძლება.

3.მუცელზე მოფერებაimage

ძალიან ბევრ კატას არ უყვარს მუცელზე მოფერება, ზოგჯერ ისინი ზურგზე წვებიან, მაგრამ არა იმისთვის, რომ მოეფეროთ. ეს მათი თავდაცვითი მდგომარეობაა და ამდროს მათი ოფერება, თქვენზე თავდასხმას გამოიწვევს. როცა კატა კრუტუნით გიახლოვდებათ, შესაძლოა მან მოგცეთ უფლება მუცელზეც მოეფეროთ. ამით ის, ნდობას გიცხადებთ.

4.ხმაურიimage

კატები მგრძნობიარენი არიან ხმაურის მიმართ. ისინი, ძალიან მძაფრად აღიქვამენ ხმაურს, ამიტომ ადვილად ღიზიანდებიან.

5.დავარცხნაimageთუ კნუტობიდანვე არ შეაჩვევთ დავარცხნას ფისოებს, შემდეგ მისი მოვლა გაგიჭირდებათ.


6.უხეში მოფერებაimageკატებს მოსწონთ, როცა ნაზად ეფერებიან. უხეშმა მოფერებამ, ისინი შეიძლება აგრესიული გახადოს და არ მიგიკაროთ.


7.ბინძური ტუალეტიimage

კატებს უყვართ სისუფთავე და მშრალი ადგილები. ისინი მძაფრად შეიგრძნობენ სუნსაც.

დაუსუფთავებელ ტუალეტში, ისინი მეორედ არ მოისაქმებენ.

8.საკვები და წყალი თუ მოძველებულიაimage

დიდი ხნით დადებული საკვები კარგავს სუნს და გემოს, კატას ის აღარ მოსწონს ის. ასევე მათ არ უყვართ ძველი წყალი. ის დღეში ორჯერ უნდა გამოუცვალოთ, ხოლო საკვები ცოტ-ცოტა ულუფა დაუდეთ.


9.როცა მარტოს ტოვებთ სიბნელეში
image
კატები სიბნელეში არცისე კარგად ხედავენ. ისინი ცოტათი უკეტესები არიან, ვიდრე ადამიანები. ამიტომ, მცირე სინათლე მაინც ჭირდებათ. გარდა ამისა, სიბნელეში თავს მიტოვებულად გრძნობენ. ამიტომ, თუ მარტო ტოვებთ, დაუტოვეთ სინათლე.


10.გადამეტებული ან არასაკმარისი ყურადღება

imageმათ არ უყვართ არც ზედმეტი მზრუნველობა, არც ის, რომ ყურადღებას არ აქცევთ. მათ, სურთ "ოქროს შუალედი", ამიტომ ნუშეაწუხებთ როცა ისვენებს ან ძინავს. ხოლო, როცა ახლოს მოდის, ნუ კრავთ ხელს -მოეფერეთ .











0
448
7-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0