x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ტესტი: გაიგე როგორია შენი ზოგადი განათლების დონე

შეისწავლის დედამიწის გეოგრაფიულ გარემოს, მის სტრუქტურასა და დინამიკას, მისი კომპონენტების სივრცულ განაწილებას და ურთიერთზემოქმედებას.
გეოგრაფია – საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ერთიანი კომპლექსი, რომელიც შეისწავლის დედამიწის გეოგრაფიულ გარემოს, მის სტრუქტურასა და დინამიკას, მისი კომპონენტების სივრცულ განაწილებას და ურთიერთზემოქმედებას.

გეოგრაფიის მთავარი მიზანია საზოგადოების გონივრული ტერიტორიული ორგანიზაციისა და ბუნებათსარგებლობის საშუალებების გამოკვლევა, საზოგადოების ეკოლოგიურად უსაფრთხო განვითარების სტრატეგიის ფუნდამენტის შექმნა. გეოგრაფიული კვლევის მნიშვნელოვანი ობიექტია ადამიანის და ბუნების ურთიერთგავლენა, გეოგრაფიული გარემოს კომპონენტების განაწილებისა და ურთიერგავლენის კანონები ლოკალურ, რეგიონულ, ეროვნულ, კონტინენტურ, ოკეანურ და გლობალურ დონეებზე.
გეოგრაფია ერთ–ერთი უძველესი მეცნიერებაა. პირველი ცდები გეოგრაფიული მოვლენების მეცნიერულად ახსნისა მიეკუთვნება ძვ. წ. მე–6 საუკუნის ბერძენ ფილოსოფოსებს, ე.წ. მილეთის სკოლის წარმომადგენლებს: თალესს, ანაქსიმანდრეს და სხვებს.

0
1567
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნუგზარ გოგბერაშვილი
ნუგზარ გოგბერაშვილი
1567
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0