x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სანკტ-პეტერბურგში, 9 მაისის აღლუმზე, ტანკი "იოსებ სტალინი-3" პირველად გამოჩნდება
image

საბჭოთა მძიმე ტანკი ИС-3(აბრევიატურა-"იოსებ სტალინი-3) პირველად მიიღებს მონაწილეობას სანკტ-პეტერბურგში 9 მაისს გამართულ სამხედრო აღლუმზე, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 73-ე წლისთავს მიეძღვნება.ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა დასავლეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურმა.


საბრძოლო ტექნიკის კოლონას სასახლის მოედანზე წელს ერთბაშად სამი ისტორიული ტანკი შეემატება:ლეგენდარული Т-34−76, Т-34−85 და ИС-3.


გავრცელებული ინფორმაციით ტანკი ИС-3 ამაჟამად ტექნიკურ მომსახუროებას გადის ლენინგრადის ოლქის სარემონტო-აღდგენით საამქროში.უკვე დასრულებულია ძრავის კაპიტალური რემონტი, აღდგენილია სავალი ნაწილის მექანიზმები, გამოცვლილია ყველა ტექნიკური სითხე და აკუმულატორის ბატარეები.


"ამჟამად მანქანა გადის სავალ ცდებს, ტანკი აღჭურვილია სპეციალური ასფალტზე მავალი საცავებით"-აღნიშნულია განცხადებაში.


პირველ რეპეტიციას სატანკო კოლონა 30 აპრილს გაივლის სანკტ-პეტერბურგში, სასახლის მოედანზე.


საბჭოთა სერიული ტანკი "იოსებ სტალინი-3" იყო უკანასკნელი ტანკი, როპმელიც სერიულ წარმოებაში ჩაეშვა მეორე მსოფლიო ომის დროს.1945-1946 წელს დამზადდა 1555 ტანკი.

image

ტექნიკური მონაცემები:ტანკის მასა 46 ტონა, ძრავის სიმძლავრე 520 ცხ/ძ. მაქსიმალური სიჩქარე 40 კმ / სთ, სარეზერვო დიაპაზონი 340 კილომეტრი, შეიარაღება 122 მმ-იანი ქვემეხი და ორი ტყვიამფრქვევი, ეკიპაჟი-4 კაცი.

ტანკი შეიარაღებაში საბჭოთა კავშირის გარდა ჰქონდა:ეგვიპტეს(60 ცალი-1955-1967 წწ.), ერაყს-25 ცალი;ჩინეთს 200 ცალი;ჩრ.კორეას(??);პოლონეთს-2;ჩეხოსლოვაკიას-1; სირიას-35;

imageimage
imageიხილეთ აგრეთვე
image

0
490
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
490
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0