x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134374
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
"სექსი სამსახურში შესვენებაზეც კი მინდოდა"-ავსტრალიელმა ჟურნალისტმა აღიარა როგორ შეხვდა 6 კაცს ერთ დღეში
image

სექს-ადიკაცია-( პათოლოგიური სექსუალური დამოკიდებულება) აღენიშნებათ, როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს. თემა, გქონდეს ავადმყოფური მიდრეკილება ინტიმური კავშირის მიმართ კვლავ ტაბუდადებულია, არა და ეს პრობლემა არსებობს და მასზე ღიად საუბარს ყველა ერიდება.თუმცა ავსტრალიელი ჟურნალისტი ნადია ბოკოდი არ მოერიდა ამ თემაზე საუბარს ბრიტანული The Morning Show-ის პირდაპირ ეთერში.

image

ქალმა განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოედგინა, რომ შეეძლო მონოგამური ურთიერთობა ჰქონოდა, უბრალოდ ვიჯექი გაცნობის საიტზე, ყოველ დღე ვხვდებოდი მამაკაცებს და მქონდა მათთან ინტიმური ურთიერთობა, ნადიას თქმით ერთხელ 6 კაცს შეხვდა ერთ დღეში."მე მასზე(სექსზე) ვიყავი დამოკიდებული, ყოველ მამაკაცში იყო რაღაც თავისებური და განსაკუთრებული, მომწონს მრავალფეროვანი სექსი, ეს იყო შესანიშნავი"-აღიარა ჟურნალისტმა.


image

ნადიამ ისიც აღნიშნა, რომ ამის გამო თავს არასდროს არ გრძნობდა დამნაშავედ, რადგან ტკბებოდა მომენტით და არ ფიქრობდა შედეგებზე, მაგრამ დროთა განმავლობაში სიტუაცია ძალზე გართულდა, რაღაც მომენტში სექსზე დამოკიდებულება სამუშაოს შესრულებაში უშლიდა ხელს:"უბრალოდ გაფანტული მქონდა ყურადღება, სულ ინტიმურ ურთიერთობებზე ვფიქრობდი, უკვე ყველაზე მარტივი ამოცანის შესრულება და მასზე კონცეტრირებაც კი მიჭირდა.ერთხელ გაცნობის საიტზე გავიცანი ბიჭი და მასთან სექსით პირდაპირ სამსახურში, შესვენებაზე დავკავდი."

image

მაგრამ სწორედ ამ დღის შემდეგ დაფიქრდა ნადია და გადაწყვიტა სექს-ადიკაციისგან განთავისუფლება.


"ყველა ფიქრობს რომ, ადამიანი დამოკიდებული შეიძლება გახდეს აკრძალულ ნივთიერებებზე, ან ალკოჰოლზე, მაგრამ თურმე სექსზე ან სიყვარულზე დამოკიდებულებიც შეიძლება იყვნენ.

image

ნადიამ აღიარა, რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო, ადიკაცია-ეს არის ფსიქოლოგიური დაავადება:"ეს გავდა რაღაც ძირგავარდნილ კასრს, საიდანაც ამოსვლა აღარ შეგიძლია, ერთი ხანობა სახლში ჩავიკეტე, გარეთ გამოსვლის მეშინოდა, რომ ვინმე მამაკაცს კიდევ არ შევხვედროდი და სადმე სასტუმროში არ გავყოლოდი.რა თქმა უნდა მინდოდა სექსი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს არანორმალური იყო."


ჟურნალისტი ამჟამად ფსიქოთერაპევტთან გადის მკურნალობას, რადგან ინტიმური კავშირის მუდმივი სურვილი ხელს უშლის ნორმალურად იცხოვროს.

0
647
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
647
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0