x
image
_K_
რამდენად ძლიერია თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა? - შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ეს 14 თვისება

დროდადრო, ალბათ, ყველა ვკამათობთ პარტნიორთან, მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ, ღირს თუ არა ჩვენი ურთიერთობა გაგრძელებად? საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ ის სწორედ ის ადამიანია, რომელიც მართლა გვჭირდება?

image

წაიკითხეთ სტატია დაკვირვებით და ჰკითხეთ საკუთარ თავს: "მივყვებით თუ არა ამ წესებს"?

სტატიაში მოცეული ინფორმაცია დაგეხმარებათ, გაიგოთ, რამდენად ძლიერია თქვენი ურთიერთობა და პრობლემების არსებობის შემთხვევაში, გასწავლით მათ მოგვარებას.

–––––––––––––––––––––––––––––––––––

ყველა თქვენი დაპირება ნამდვილია.

ჯანსაღ ურთიერთობაში ადამიანები თავს დაცულად გრძნობენ და ერთმანეთის სჯერათ. მაგრამ ამაზე საუაბრიც ზედმეტია, თუ მათ ერთმანეთის დაპირებები და თხოვნები ავიწყდებათ. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანზე დაყრდნობა?

აუცილებელია, პატივი სცეთ პარტნიორის გრძნობებსა და სურვილებს და ნუ დადებთ ისეთ პირობას, რასაც ვერ შეასრულებთ.

image

არ ცდილობთ ერთმანეთის შეცვლას.

მოზრდილი და მოსიყვარულე პარტნიორები ერთმანეთს ისეთებად იღებენ, როგორებიც არიან. ისინი არ ადარებენ თავიანთ მეორე ნახევრებს ეფემერულ იდეალებს და უფრო წარმატებულ მეგობრებს.

ცუდ ურთიერთობაში წყვილი მუდმივად ცდილობს ერთმანეთის შეცვლას და არასდროს არიან კმაყოფილები. ვერასდროს იქნებით ბედნიერი, თუ პარტნიორის საუბარს, ფიქრს, მოქმედებებს ყოველთვის არასწორად აღიქვამთ და არ ეცდებით მის გაგებას.

image

შეგიძლიათ მომავალ გეგმებზე მშვიდად საუბარი.

თუ თქვენ მომავლის ერთად დაგეგმვა არ შეგიძლიათ, ყველა ცდა ჩხუბით მთავრდება და ვერ ახერხებთ რამის განხილვას კამათის გარეშე, მაშინ თქვენ არ გჯერათ ერთმანეთის. ამ ტიპის ურთიერთობას მომავალი არ აქვს, ის აუცილებლად დასრულდება, უბრალოდ, დროის ამბავია.

კარგ ურთიერთობაში პარტნიორები მომავალს უშიშრად უყურებენ და ამით ამაყობენ კიდეც.

image

არ აკონტროლებთ ერთმანეთს.

კარგ ურთიერთობებში ადამიანებს არ აქვთ მანიაკალური სურვილი, გააკონტროლონ პარტნიორის ცხოვრება და არ მისცენ საკუთარი შეხედულებებით მოქმედების უფლება. ეს ქცევა ზოგს შეიძლება ზრუნვად მოეჩვენოს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ამ ადამიანებს ყველაფრის კონტროლი უყვართ.

ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი ჰობი და საზღვრები, რომელზეც არავინ უნდა გადააბიჯოს. პატივი ეცით ამას.

image

განსხვავებულ დღის რეჟიმს კარგად უმკლავდებით.

თუ ორივეს განსხვავებული ჩვევები გაქვთ და შეთანხმებას ვერ აღწევთ, ან არც კი ცდილობთ, ჩვენ ასეთ ურთიერთობას ვერ ვუწოდებთ ჰარმონიულს.

ადამიანები, რომლებიც ერთმანეთზე ზრუნავენ, ყოველთვის გამონახავენ გზას, დააბალანსონ სიტუაცია ისე, რომ ორივე მათგანმა კარგად იგრძნოს თავი.

image

თქვენი ცხოვრება არ ჰგავს ხანგრძლივ დრამას.

თქვენი ცხოვრება ვერ იქნება მშვიდი და კომფორტული, თუ იმის საშუალებაც კი არ გაქვთ, რომ დაელაპარაკოთ პარტნიორს და ყოველთვის გიწევთ, თავად გამოიცნოთ, რომელი თქვენი საქციელი ან ნათქვამი ეწყინა მას.

ასეთი ქცევა მანიპულაციის სახეობაა. ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, არ იყენებენ ამ მეთოდს და გულში არ იტოვებენ სათქმელს.

image

ერთმანეთით ამაყობთ.

თუ საყვარელი ადამიანის მიღწევები არ გახარებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობა კონკურენციის, შურის, დაბალი თვითშეფასებისა და ყველაფრის გაკონტროლების სურვილისგან შედგება.

ბედნიერ ოჯახში პარტნიორები გულწრფელად გახარებულები არიან ერთმანეთის წარმატებით და მეორე ნახევრის უმნიშვნელო გამარჯვებაც კი საკუთარივით აბედნიერებთ.

image

ყოველთვის ინტერესით ეპყრობით საერთო მიზნებს.

თუ პარტნიორის გრძნობები არ გაინტერესებთ, მაშინ იმითაც არ შეიწუხებთ თავს, რომ მას თქვენი გეგმების ცვლილებების შესახებ უთხრათ.

მაგრამ კარგ ურთიერთობაში პარტნიორებს ესმით, რომ ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და შეიძლება გეგმები შეგვეცვალოს. განსხვავება ისაა, რომ ბედნიერი წყვილები პარტნიორს ამის შესახებ არ ატყუებენ და არც თავს არიდებენ სიმართლის თქმას.

image

მნიშვნელოვანია თქვენი ქცევა კამათის შემდეგ.

თუ პარტნიორის გრძნობებზე იმდენად ზრუნავთ, რომ კამათის დროსაც უფრთხილდებით, ისეთი რამე არ თქვათ, ძალიან რომ ეტკინოს გული, მაშინ ეს ურთიერთობა ნამდვილად მყარია.

კონფლიქტისგან არავინაა დაცული, მაგრამ მოსიყვარულე ადამიანები არასდროს ცდილობენ, გაანადგურონ პარტნიორის გრძნობები და გული ატკინონ მას. კამათის შემდეგაც, ისინი დღეების განმავლობაში არ ებუტებიან ერთმანეთს. მოსიყვარულე წყვილებისთვის მთავარი კონფლიქტის მოგვარებაა: ისინი ცდილობენ, გაიგონ ერთმანეთის შეხედულებები და პოზიციები.

image

ურთიერთობაში ეჭვიანობის ადგილი არაა.

ზოგჯერ ადამიანები ეჭვიანობით შეპყრობილები ხდებიან, ტირანებად იქცევიან და ისე ეპყრობიან პარტნიორს, როგორც საკუთარ ქონებას. ისინი საყვარელ ადამიანს უნდობლობით ამცირებენ, აიძულებენ, ყოველთვის თავი იმართლონ და აცხოვრებენ იმის შიშში, რომ პარტნიორმა რამე ეჭვი არ აიღოს. ასეთი ცხოვრება ნამდვილად არ არის სასიამოვნო.

თქვენ შეიძლება ეჭვიანობდეთ მეგობრებზე, ნათესავებზე, ჰობიზე, შეგიძლიათ, სცენაც მოაწყოთ და პარტნიორს თავი დამნაშავედ აგრძნობინოთ, მაგრამ ბევრად უკეთესი იქნება, თუ გექნებათ იმ ადამიანების ნდობა, რომლებიც ცხოვრების მეგზურებად აირჩიეთ.

image

არ წუწუნებთ თქვენს პარტნიორზე.

კარგი არ არის, თუ პრობლემაზე პარტნიორთან ლაპარაკი არ შეგიძლიათ და მუდამ მეგობრებთან განიხილავთ მას. ყოველთვის შეგიძლიათ იმის თქმა, რომ ეს ურთიერთობა ძალიან რთულია და თავს საშინლად გრძნობთ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მის შესაცვლელად არაფერს აკეთებთ.

შეგიძლიათ გადაიქცეთ წუწუნა ადამიანად და ყოველთვის მოთქვამდეთ სავალალო ბედისა და დანგრეული ცხოვრების შესახებ. ან შეგიძლიათ, სიტუაციის შეცვლა სცადოთ: გულითადად ესაუბროთ პარტნიორს და კარგად მოუსმინოთ, რასაც გეტყვით. იქნებ, საერთოდაც, თქვენი შეხედულებები და გეგმები ერთმანეთს ემთხვევა?

image

არაფერი აღწევს უკიდურესად ცუდ მდგომარეობას.

სუსტ ურთიერთობებში წყვილები კამათის დროს ერთმანეთს ამცირებენ და გულს ტკენენ. პარტნიორმა უნდა იცოდეს, რომ თქვენს გრძნობებს უნდა გაუფრთხილდეს და რომ ეს თავად პრობლემაზე ბევრად მნიშვნელოვანია.

კარგ ურთიერთობაში არავინ ცდილობს მეორე ნახევრის გულის ტკენას. ადამიანები ეძებენ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობებს. ზოგჯერ რთული საკითხებიც კი საინტერესო ჩანს, როცა მას ერთად განიხილავთ.

image

არ ადანაშაულებთ ერთმანეთს.

თუ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრის ნაცვლად მუდმივად პარტნიორს ადანაშაულებთ, ესე იგი თქვენი ურთიერთობა არასტაბილურია. იმაზეც კი არ ფიქრობთ, რომ შეიძლება დამნაშავე თქვენ იყოთ, უფრო მარტივი სხვისი დადანაშაულებაა. ასეთი ურთიერთობა ჰარმონიული არაა.

კარგი წყვილი ერთ გუნდს ნიშნავს. მოსიყვარულე პარტნიორები ზრუნავენ ერთმანეთზე, ერთად მოქმედებენ და თანაბრად იღებენ პასუხისმგებლობას დაშვებულ შეცდომებზე.

image

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

როგორ ვიყოთ ბედნიერი ურთიერთობაში?

ურთიერთობა თქვენი საერთო პასუხისმგებლობაა. არ შეგეშინდეთ ყველა პრობლემის განხილვის და პარტნიორის მოსმენის. სწორედ ასე გაიგებთ, ჰარმონიულია თუ არა თქვენი ურთიერთობა.

თქვენ არ შეგიძლიათ სხვა ადამიანის შეცვლა, მაგრამ შეგიძლიათ, შეცვალოთ საკუთარი თავი. სხვები კი მას შემდეგ შეიცვლებენ, რაც თქვენში შეამჩნევენ ცვლილებებს. ძალიან სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ ერთმანეთის ყოლით თავს იღბლიანებად გრძნობთ. იყავით ყურადღებიანები, თუ სამუდამოდ ერთად ყოფნა გსურთ.

image

––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორ შევინარჩუნოთ ურთიერთობა - 9 რჩევა ფსიქოლოგებისგან

image

2. მეცნიერები ხსნიან მიზეზებს, თუ რატომ არის გვიან ასაკში ქორწინება უფრო ბედნიერი, ვიდრე ადრეულ ასაკში

image

3. 6 მითი სიყვარულზე, რომლისაც ხალხს დღესაც სჯერა

image

4. ფსიქოლოგებმა გამოავლინეს ფლირტის 10 სტრატეგია, რომელიც ყველას სასურველს გახდის

image

5. რა სურთ ქალებს სინამდვილეში?

image

6. რჩევები მამრობით სქესს - აგრძნობინეთ საყვარელ ქალს თავი უკეთესად რთულ პერიოდში

image

7. ყველაზე სულელური ფრაზები, რომლებსაც მამაკაცები შეყვარებულთან დაშორებისას იყენებენ

image



2
1896
9-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1896
  
2018, 26 აპრილი, 21:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 26 აპრილი, 16:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2