x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ახალი აღმოჩენა - 400,000 წლის წინ მთელ ევრაზიაში გავრცელებული იყვნენ ნეანდერტალელები
ნეანდერტალი მამაკაცი


აღმოჩენა გაკეთდა 2014 წელს, მაგრამ დასჭირდა 2 წელიწადი იმას, რომ თავის ქალა ფრთხილად და დაუზიანებლად სრულად ამოღებულიყო განამარხებული მდგომარეობით. არქეოლოგებმა ეს დიდი აღმოჩენა გააკეთეს იბერიის ნახევარკუნძულზე, პორტუგალიაში, გრუტა დე აროეირას გამოქვაბულებში. "ეს არის უაღრესად საინტერესო აღმოჩენა იბერიის ნახევარკუნძულიდან, ამ უმნიშვნელოვანესი რეგიონიდან, რომლის შესწავლაც აუცილებელია, რომ გავიგოთ როგორ მიმდინარეობდა ნენადერტალელთა ევოლუცია." განაცხადა როლფ კუამმა, მეცნიერთა ეროვნული აკადემიის შრომითი კრებულის თაანავტორმა. მკვლევარებმა ვერ შეზლეს გაერკვიათ თავის ქალა რომელი სქესის ადამიანს ეკუთვნოდა, ქალს თუ კაცს, მაგრამ ნამდვილად დარწმუნებულნი არიან, რომ ის მოზარდს ეკუთვნის. "არსებობს უამრავი ნიშანთვისება, რომლითაც ვიგებთ, რომ ეს ადამიანები არიან ნეანდერტალელების წინაპრები, ჯერ არ არიან სრულად ნეანდერტალელები, მაგრამ არც ბევრი აკლიათ აქამდე." დაამატა კუამმა.


400 ათასი წლის წინ იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ნეანდერტალელის თავის ქალა


ექსპედიცია იმდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა, რომ არქეოლოგებმა იქვე აღმოაჩინეს ამავე პერიოდის, 400 ათასი წლის წინანდელი ქვის კომპლექსური, საკმაოდ რთული იარაღები, მაგალითად ახლო აღმოსავლეთში წარმოშობილი თხრილის ფორმის ხელკეტები. საერთოდ კი არქეოლოგიურად დადასტურებულია, რომ ევროპის კონტინენტზე ადრეული ნეანდერტალელების მიერ გაკეთებული იარაღები ყველაზე ცოტა 500, 000 (ხუთასი ათასი) წლის წინ გამოჩნდა.






წყარო: independent.co.uk.


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
505
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
505
  
2018, 25 აპრილი, 0:55
სხვათაშორის შთამომავალი უნდა იყოს წესით. აქედან გავრცელებული ერექტუსებისგან ჩამოყალიბდა საპიენსი და ნეანდერტალელი
2018, 24 აპრილი, 23:56
ზეზვას ბიძაშვილია ალბათ...
0 1 2