x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508431
ფილმები, რომლებსაც უნდა უყუროთ ( ნაწილი1 )
ფილმები დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე, მსოფმხედველობასა და ცხოვრების აღქმაზე. ფილმებს ვუყურებთ იმისთვის, რომ გავმხიარულდეთ, დავისვენოთ, რაღაც ახალი ვისწავლოთ ან უბრალოდ დრო გავიყვანოთ. ხშირიად საყვარელი ფილმის გმირები შთაგვაგონებენ და ბევრ რამეს გვასწავლიან.

მე დღეს წარმოგიდგნთ ფილმებს, რომლებიც ჩემი აზრით ყველამ უნდა ნახოს.

1.ფესვები-ვფიქრობ ეს ის ფილმია, რომელიც ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს ნანახი. ფილმი ქართველი ემიგრანტის, გიორგის, სამშობლოსადმი განუწყვეტელი ნოსტალგიით სავსე ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირი, ბედის საძიებლად საფრანგეთში გადახვეწილი ქართველი კაცია, რომელიც ომის შემდგომ საზღვრების ჩაკეტვის გამო სამუდამოდ დარჩა საფრანგეთში და სამშობლოში დაბრუნების ოცნება საფლავში ჩაიტანა. გიორგის გარდაცვალების შემდეგ ბაბუის ფერფლი სამშობლოში მისმა შვილიშვილმა ჩამოიტანა. ფილმის სიუჟეტი ვითარდება გზაში, როდესაც შვილიშვილს ბაბუის ფერფლი მოაქვს აღნიშნულ ისტორიას უყვება თანამგზავრს. ფილმის ბოლო, ქოლგების სცენა ქართული კინემატოგრაფიის შედევრია.imageimageimageimage
2.ბედნიერების კვალდაკვალ The Pursuit of Happyness-კრის გარდნერის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმია, რომელიც მოგვითხრობს მამაზე, რომელიც ცდილობს შვილის ბედნიერი ბავშვობა უზრუნველყოს. კრისი გამყიდველია, რომელმაც ივესტიცია ჩადო "ძვლის სიმყიფის გამოსაკვლევ სკანერში", ინვესტიციამ არ გაამართლა. კრისმა მთელი თანხა დაკარგა, ის ცოლმაც მიატოვა, კრისი ვერ ახერხებს ბინის ქირის გადახდას, ის და მისი შვილი ქუჩაში აღმოჩდნენ, მაგრამ ის მაინც არ ნებდება და არ კარგავს იმედს. კრისს აიყვანენ ბროკერად ერთერთ კომპანიაში, მაგრამ არი ერთი პრობლემა, ის ანაზღაურებას მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ მიიღებს.

ფილმი ნათელი მაგალითია იმისა რომ იმედი არ უნდა დაკარგოთ, ბრძოლით და შეუპოვრობით საწადელს აუცილებლად მიაღწევთ-


"-არასოდეს ათქმევინო ვინმეს, რომ ვერ შეძლებ რაიმეს გაკეთებას.გაქვს ოცნება? მორცა.მას უნდა მისდიო. სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც ვერ შეძლეს მიზნისთვის მიეღწიათ გვეუბნებიან, რომ შენ ამას ვერ შეძლებ.არ დაიჯერო... თუ რაიმე გსურს ამ ცხოვრებაში ყველაფერი გააკეთე მის მისაღწევად. ათვლა დაიწყო!"imageimageimageimageimageimage3.მწვანე გზა The Green Mile-ზებუნებრივი ამბავი სიკვდილმისჯილთა კამერაში.ფილმი მოგვითხრობს საზარელ დანაშაულში ეჭვმიტანილ ჯონ კოფის და ციხის კორპუსის დაცვის უფროსის პოლ ეჯკომპის საოცარ ისტორიას, რომელიც ციხის სიკვდილმისჯილთა განყოფილებაში ხდება. ეს არის დრამა, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ. ფილმი დაფუძნებულია სტივენ კინგის იმავე სახელწოდების რომანზე.

imageimageimageimageimageimage4.ჩემი სამყარო Benim dunyam- გასაოცარი თურქული დრამა, რომელსაც ძნელია ცრემლების გარეშე უყურო.ფილმი მოგვითხრობს გოგონას, სახელად ელას და მისი მასწავლებლის შესახებ, ელამ ჯერ კიდევ ჩვილობაში დაკარგა მხედველობა და სმენა. გოგონა 10 წლის მანძილზე უუნაროდ, სამყაროს მოწყვეტილი ცხოვრობდა, სანამ მის ცხოვრებაში არ გამოჩნდა მასწავლებელი, რომელმაც სამყაროს აღქმა ასწავლა. ახლა კი მასწავლებელს თავად სჭირდება დახმარება.

imageimageსინათლის გვირაბიimageimageimage5.მე ვარ სემი I Am Sam-ფილმის მთავარი გმირი, სემი, შეზღუდული გონებრივი განვითარების კაცია, როცა მისი ქალიშვილი 7 წლის ხდება სოციალური სამსახური გადაწყვეტს, რომ სემს არ შეუძლია ბავშვის აღზრდა და კაცს შვილზე მეურვეობას ართმევენ, თუმცა სემი არ ნებდება და მის ადვოკატთან ერთად იბრძვის შვილის დაბრუნებისთვის. image
imageimageimageimageimageimageimage
6.განდგომილები-მარტინ სკორსეზეს გენიალური, ოსკარის მფლობელი ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ლეონარდო დიკაბრიო, მეთ დეიმონი, მარკ უოლბერგი და ჯეკ ნიკოლსონი ასრულებენ. პოლიცია გავლენიანი მაფიოზის დასაჭერად მათ რიგებში ფარულად პოლიციელს შეაგზავნის, მაგრამ მათ არ იციან რომ პოლიციის რიგებში მაფიის შემოგზავნილი კრიმინალია. ორივე მხარე მალე გაიგებს, რომ მათ რიგებში მოღალატეა.imageimageimageimageimageimage7.მკვლელობის დროა A Time To Kill-ჯონ გრიშმანის ამავე სახელწოდების წიგნზე დაფუძნებული კრიმინალური დრამაა. 10 წლის შავკანიანი გოგონა ორმა მამაკაცმა გააუპატიურა და სასტიკად სცემა, გოგონა გადარჩა ამიტომ შერიფმა დამნაშავეები გაანთავისუფლა.ასეთი უსამართლობის მომსწრე გოგონას მამამ, კარლ ლიმ, თავად დასაჯა ისინი, თუმცა ამის გამო მძიმე სასჯელი, სიკვდილით დასჯა, ემუქრება. მაგრამ ჯერ კიდევ არის იმედი, ახალგაზრდა ადვოგატი გადაწყვეტს დაიცვას ლი და დაამტკიცოს მისი უდანაშაულობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მას პრობლემებს უქმნის.imageimageimageimageimageimage8.ისტორია ძაღლ ჰაჩიკოზე Hachi: A Dog's Tale- ნამდვილ ამბავზე დაფუძნებულ საოცრად თბილი და გულისამაჩუყებელი ფილმი ძაღლისა და მისი პატრონის საოცარ ურთიერთობაზე გულგრილს არავის დატოვებს.ფილმში მთავარ როლს რიჩარდ გირი ასრულებს. ჩემი აზრით ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ.imageimageimageimageimage9.შეცვლა-Changeling- მარტოხელა დედა კრისტინ კოლინსი სახლში დაბრუნებისას აღმოაჩენს, რომ მისი 9 წლის ვაჟი დაიკარგა. ქალი პოლიციაში განცხადებას გააკეთებს. რამდენიმე თვეში პოლიცია ქალს აცნობებს, რომ მისი შვილი ცოცხალი იპოვეს, მიუხედავად დიდი მსგავსების კრისტინი ნახავს რომ ეს მისი შვილი არ არის. პოლიცია მას არ უსმენს, ამიტომ ის გადაწყვეტს თავისი ძალებით მოძებნოს შვილი, თუმცა მას ცუდ დედად შერაცხავენ, პოლიციის კაპიტანი კი გადაწყვეტს ქალი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსოს.imageimageimageimageimageimageimageimage10. ვედრება Guzaarish- ერთ დროს ყველაზე დიდებული ილუზიონისტი იტანი, ამჟამად რადიოს შოუს წამყვანია, სადაც მსმენელს სიმხნევეს, იმედს და სიცოცხლის სიყვარულს უნერგავს. ძნელი დასაჯერებელია რომ ეს ადამიანი კისერს ქვემოთ პარალიზებულია და უკვე 14 წელია განძრევა არ შეუძლია, მას მისი ექთანი, სოფია უვლის. იტანი მოულოდნელად გადაწყვეტილებას იღებს, მას სურს ევთანაზია.imageimageimageimageimageimage

0
211
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ANNA B
ANNA B
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0