x
მეტი
  • 18.08.2018
  • სტატია:79554
  • ვიდეო:332295
  • სურათი:436802
უიშვიათესი სპორტკარი "Chevrolet Corvette " 45 წელი იდგა ავტოფარეხში მისი დასაზღვევი თანხის არქონის გამო

image ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის შტატში ავტოფარეხში აღმოჩენილ იქნა უიშვიათესი მოდელის სპორტკარი, კაბრიოლეტი "Chevrolet Corvette", როგორც აღმოჩნდა გამოშვებულია 1972 წელს. მანქანას სულ 1500 კილომეტრი აქვს გარბენი, რადგან მანქანა 45 წლის მანძილზე არ გამოუყვანიათ ფარეხიდან.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ მანქანას გამოშვების დღიდან მხოლოდ ერთი მფლობელი ჰყავდა, რომელმაც საზოგადოებას გააცნო ეს ინფორმაცია. 1972 წელს 22 წლის ჯიმ კევანმა გადაწყვიტა ეყიდა სპორტკარი და მან იყიდა აღნიშნული მანქანა "Chevrolet Corvette". ყიდვამდე დიდი ფიქრის შემდეგ მან იყიდა ეს მოდელი, რომლის 270 ცხენისძალის მქონე ძრავა 7, 4 ლიტრიანი მოცულობით იყო ძრავის ფორმატით "V8".
ახალგაზრდამ სპორტკარი იყიდა 6200 დოლარად, რომელიც იმ პერიოდისათვის არცთუ მცირე თანხა იყო, მაგრამ მანქანის ყიდვის მერე ჯიმის იმედგაცრუება ელოდა, რადგან აღნიშნული მანქანის აუცილებელი დაზღვევის ღირებულება წელიწადში შეადგენდა 1200 დოლარს. საქმე კი შემდეგში იყო: აშშ–ში 70–იანი წლების დასაწყისში, სპორტკარებზე დაზღვევის თანხები სახელმწიფომ ძალიან გაზარდა.
ასე შერჩა ჯიმ კევანს მანქანა, რომლის დაზღვევაც მან ვერ შეძლო, რადგან სახლის საყიდლად გამოტანილ კრედიტს იხდიდა და დამატებით, სპორტკარის დასაზღვევი თანხა მას არ გააჩნდა.
ახალგაზრდამ სულ რამდენიმე დღე იარა აღნიშნული მანქანით და დაზღვევის არქონის გამო იძულებული გახდა, სპორტკარი ავტოფარეხში დაეყენებინა.
ახლა ჯიმი ფიქრობს გაყიდოს მანქანა, აღნიშნული მანქანა იმდენად უიშვიათესია, რომ საკოლექციო ეგზემპლარად ითვლება.
imageimageimage



3
145
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
145
  
24 აპრილი, 21:51
ისევ სახლის კრედიტს იხდის ჯიმია უბედური და მაზანდის აწევას ელოდებოდა ეტყობა. :)
23 აპრილი, 19:36
სერიოზულ ფულს მისცემენ და თანამედროვე სპორტულ მანქანას იყიდის.
23 აპრილი, 19:34
გიჟი უნდა იყოს რომ გაყიდოს
0 1 3