x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ჰომიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე 25 ქვეყანა მსოფლიოში
image

დღე არ გავა ტელევიზორიდან სისხლიანი გარჩევებისა და მკვლელობების ახალი შემთხვევის შესახებ არ გავიგოთ. საინტერესოა, რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში და სად არის ყველაზე მძიმე კრიმინოგენური სიტუაცია. ქვემოთ მოყვანილ სიაში გაგაცნობთ იმ 25 ქვეყანას, სადაც მსოფლიო მასშტაბით ჰომიციდის ყველაზე მაღალი რიცხვი ფიქსირდება. სია შედგენილია წლის განმავლობაში ყოველ 100000 მცხოვრებზე ჰომიციდის ფაქტების მიხედვით. საბედნიეროდ, საქართველო ამ საში არ არის და იმედია არც არასდროს მოხვდება.

25-პანამა – ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის დამაკავშირებელ გასასვლელზე მდებარე პანამა ერთ-ერთია ამ სიაში ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან. მკვლელობების რიცხვი ქვეყანაში ნელ-ნელა მცირდება. თუმცა, კრიმინალის მაღალი დონის გამო, რომელიც ხშირად იარაღით განხორციელებულ ძალადობაში გამოიხატება, პანამა სიაში ისევ რჩება.

24-ბოტსვანა- აფრიკის სამხრეთ ნაწილში მდებარე ბოტსვანაში პანამასგან განსხვავებით საპირისპირო ტენდენცია შეინიშნება. ამ ქვეყანაში მოკლული ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. 2009 წელს მკვლელობის მაჩვენებელი დაახლოებით 14 შეადგენდა, 2012 წელს ყოველი 100000-დან დაახლოებით 18, 4 იქნა მოკლული. გარდა ჰომიციდის გახშირებული შემთხვევებისა, ადგილობრივი მოსახლეობა ფართოდ გავრცელებული AIDS-განაც იღუპება.


23-ეკვატორული გვინეა- ქვეყანა, სადაც მოსახლეობა ცოტათი აღემატება 600000 ადამიანს, კიდევ ერთ-ერთია აფრიკიდაან, რომელიც ამ სიაში რეგულარულად ხვდება. შეიარაღებული ნარკოდაჯგუფებების და ყაჩაღების შემაშფოთებლად მაღალი რიცხვი, რომელსაც პოლიციის არაფექტიანი საქმიანობა ერთვის, ერთ-ერთია იმ მიზეზთაგან, რის გამოც მკვლელობები და სხვა დანაშაულები ამ ქვეყანაში იშვიათობას არ წარმოადგენს.


22-ნიგერია - დაახლოებით 174 მილიონი მაცხოვრებლით ნიგერიას ყველაზე დიდი მოსახლეობა ჰყავს აფრიკის კონტინენტზე. ყოველ წელს დაახლოებით 20 ნიგერიელი 100000-დან მკვლელობის მსხვერპლი ხდება. ამასთან ერთად, სექსუალური და ოჯახური ძალადობა, მონობაც კი ნიგერიაში გავრცელებული მანკიერი პრაქტიკაა.

21-დომინიკა - დაახლოებით 70000 მუდმივი მაცხოვრებლით, დომინიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა. თუმცა, როცა საქმე ჰომიციდის მაჩვენებელს ეხება, შვებულების გასატარებლად ამ პოპულარულ ადგილს თავისუფლად შეუძლია “ შეეჯიბროს ‘’ გაცილებით უფრო დიდ ქვეყნებს. თვით ტურისტებიც კი ხშირად ხდებიან ყაჩაღობის და აგრესიული მოპყრობის მსხვერპლნი. ადგილობრივები ხშირად მაჩეტეებით არიან შეიარაღებულნი, თუმცა საბედნიეროდ მათ მოსავლის ასაღებად უფრო იყენებენ ვიდრე ხალხის მოსაკლავად.

20-მექსიკა - ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე სიდიდით მეხუთე სახელმწიფო 2 მილიონი კვ. კმ-ით, ცნობილია თავისი უზარმაზარი პრობლემებით ნარკოტიკებით ვაჭრობასთან და კრიმინალთან, რაც ხშირად ჰომიციდის შემთხვევებსაც მოიცავს. მკვლელობები, ზოგჯერ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, კონკურენტი დაჯგუფებების დასაშინებლად მიმართული ხერხია.

19-სენტ ლუსია -დაახლოებით 175000 მაცხოვრებლით, კიდევ ერთი პატარა კარიბული ქვეყანაა, რომელიც ბუნებრივი სილამაზის და საოცარი სანაპიროების გარდა, ჰომიციდის მაღალი მაჩვენებლითაა ცნობილი . სამწუხაროდ, ეს რიცხვი ზრდას აგრძელებს. 2007 წელს მთელს ქვეყანაში მხოლოდ 27 მკვლელობა დაფიქსირდა, ოთხი წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.

18-დომინიკის რესპუბლიკა - რიგით მეორე ყველაზე დიდი კარიბული ქვეყანა, დომინიკის რესპუბლიკა დაახლოებით 10 მილიონი ადამიანის სამშობლოა. მკვლელობები ამ ქვეყანაში ხშირად ასოცირდება ნარკოტიკით ვაჭრობასთან, მას შემდეგ რაც დომინიკის რესპუბლიკა ერთგვარი დერეფნის როლს ასრულებს კოლუმბიური ნარკოტიკებისთვის, რომელთა საბოლოო დანიშნულება ევროპა და ამერიკაა. ქვეყანას ასევე აკრიტიკებენ გასამართლებული კრიმინალებისადმი რბილ მოპყრობაში.

17-რუანდა- ცენტრალურ-აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე რუანდამ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და სასტიკი გენოციდი გამოსცადა. სამწუხაროდ, მკვლელობები ამ ქვეყანაში ისევ ხშირ მოვლენად რჩება. თუმცა, ეს არაა ერთადერთი პრობლემა, რასთან ბრძოლაც რუანდას უხდება - სხვა სახის ძალადობრივი ქმედებები, როგორიცაა გაუპატიურება და ყაჩაღობა, ასევე არ წარმოადგენს იშვიათობას.

16-ბრაზილია - სახელმწიფო, რომლის მოსახლეობა 200 მილიონს აღემატება, ტერიტორიულადაც და მოსახლეობის მიხედვითაც ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში. თუმცა, მაცხოვრებლების უზარმაზარ რიცხვს ასევე თან ახლავს მკვლელობების დრამატული რიცხვიც - მხოლოდ 2012 წელს ბრაზილიაში 65000 ადამიანი მოკლეს. მიიჩნევენ, რომ ამის გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის უმთავრესი ნარკოტიკებით ვაჭრობა და ალკოჰოლიზმია.

15-სენტ- ვინსენტი და გრენადინები - კარიბების ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანა სულ რაღაც 390-მდე კვ. კმ-ით ჰომიციდის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ინტერპოლის სტატისტიკის მიხედვით ეს ქვეყანა- მკვლელობების გარდა - გაუპატიურებებით, ყაჩაღობებით და სახლის ძარცვებით გამოირჩევა.

14-კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა- ცენტრალური აფრიკის ეს ქვეყანა გამოირჩევა ბუნებრივი რესურსების სიმდიდრით. თუმცა, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, სამოქალაქო ომებმა, ინფრასტრუქტურის ნაკლებობამ და გამეფებულმა კორუფციამ კრიმინალს ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნა, რაც ჰომიციდის განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელში გამოიხატება.

13-ტრინიდადი და ტობაგო - მიუხედავად იმისა, რომ ამერიკისა და კანადის შემდეგ ის ყველაზე მდიდარი ქვეყანაა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ერთ სულზე მშპ-ს მაჩვენებლით და მისი ეკონომიკა საკმაოდ ძლიერადაა მიჩნეული, ტრინიდადი და ტობაგო მაინც მოხვდა ამ სიაში. გასულ წლებში საშუალოდ ყოველი 100000 ადამიანიდან 28 მოკლულ იქნა.

12-ბაჰამის კუნძულები - დიდი ბრიტანეთის ეს ყოფილი კოლონია კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელიც ატლანტის ოკეანეში 700-ზე მეტ კუნძულს აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული და ფინანსური სექტორის წყალობით ქვეყანა შეიძლება ითქვას საკმაოდ მდიდარია, ის ისევე წარუმატებლად უმკლავდება ჰომიციდის პრობლემას, როგორც მისი დანარჩენი კარიბელი მეზობლები. მაგალითისთვის, 2013 წელს 120 ადამიანი იქნა მოკლული, რამაც ჰომიციდის საშუალო მაჩვენებელი 30-მდე აწია.

11-კოლუმბია- სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე კოლუმბია ცნობილია ნარკოტიკების წარმოებითა და ვაჭრობით. ამას ერთვება მკვეთრად სეგრეგირებული საზოგადოება, რომელიც ესპანური წარმომავლობის მდიდარ ოჯახებად და ღარიბ კოლუმბიელებადაა დაყოფილი. ეს უკანასკნელები მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. ამ ყველაფერმა გამოიწვია მრავალი ადგილობრივის არამარტო მკვლელობებში არამედ მოტაცებებში, ყაჩაღობებში და სხვა სახის დანაშაულებებში ჩართვა.

10-სამხრეთ აფრიკა- მიუხედავად სასიამოვნო მეტსახელისა “ ცისარტყელის ერი’’, ქვეყანა რომელიც 54 მილიონი ადამიანისთვისაა სამშობლო, კრიმინალის ძალიან მაღალი დონით გამოირჩევა. ადგილობრივი პოლიციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით სამხრეთ აფრიკაში ყოველდღე საშუალოდ 50 ადამიანს კლავენ. საბედნიეროდ, ჰომიციდის მაჩვენებელი ნელ-ნელა მცირდება.

9-საინტ-კიტსი და ნევისი- ეს სახელმწიფო, როგორც ზომით ასევე მოსახლეობის რიცხვით ყველაზე პატარაა ამერიკის კონტინენტზე. თუმცა, იმ 50000 ადამიანს შორისაც კი, რომლებიც ამ პაწაწინა სახელმწიფოში ცხოვრობენ, საკმაოდ დიდია მათი რიცხვი, რომლებიც სხვისი სიცოცხლის ხელყოფაზე უარს არ ამბობენ. ჩვენს სიაში ეს ქვეყანა მეცხრე პოზიციას იკავებს.

8-სვაზილენდი- ქვეყანა, რომელიც ძირითადად სამხრეთ აფრიკიითაა გარშემორტყმული და მოსახლეობა 1 მილიონს ოდნავ აღემატება, ერთ-ერთი ყველაზე პატარაა აფრიკის კონტინენტზე. თუმცა, ჰომიციდთან დაკავშირებული რიცხვები გაცილებით დიდია. კრიმინალის მაღალი დონე, უკიდურესი სიღარიბე და დაავადებები, როგორიცაა შიდსი და ტუბერკულოზი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას 50 წლამდე ამცირებს.

7-ლესოტო- სამხრეთ აფრიკის მეზობლად მდებარე აფრიკის კიდევ ერთი პატარა ქვეყანა. ადგილმდებარეობის და სიდიდის გარდა სვაზილენდთან მას ჰომიციდის უკონტროლო მაჩვენებელიც აკავშირებს. მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, რაც ლოგიკურია კრიმინალის მაღალი დონისა და მკვლელობების წლიური მაჩვენებლიდან გამომდინარე.

6-იამაიკა- 11 000 კვ. კმ-ით იამაიკა კარიბების კიდევ ერთი წარმომადგენელია. დიდი ხნის განმავლობაში იამაიკა ცნობილი იყო ჰომიციდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მსოფლიოში, რასაც UNO-ს ნარკოტიკებზე და კრიმინალზე უახლესი სტატისტიკაც მოწმობს . ძალადობრივი ქმედებები განსაკუთრებით შეინიშნება კინგსტონში, ქვეყნის დედაქალაქში.

.

5-გვატემალა - დაახლოებით 16 მილიონი მაცხოვრებლით გვატემალა ცენტრალური ამერიკის ყველაზე დიდი ქვეყანაა მოსახლეობის მიხედვით. ყოველთვიურად დაახლოებით 100 მკვლელობა ფიქსირდება, მაშინ როცა 1990 -იანი წლების მიწურულს დაახლოებით 165 მკვლელობა მოდიოდა ყოველ 100000 ადამიანზე.

4-ელ სალვადორი- დიდი ხნის დამქანცველმა სამოქალაქო ომმა, რომელიც 1979-192 წლებში მიმდინარეობა, ქვეყანაზე დიდი გავლენა მოახდინა. ცენტრალურ ამერიკაში მდებარე ელ სალვადორი 6, 3 მილიონ ადამიანს ითვლის. კრიმინალის მაღალ დონეს უკავშირებენ ბანდიტურ დაჯგუფებებს და სამართალდაღვევებს ახალგაზრდების მხრიდან. 2004 წელს მკვლელობების 60 % ადგილობრივი ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული მეტი ძალაუფლებისა და ტერიტორიის მოსაპოვებლად.

3-ბელიზი- ცენტრალური ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა 22800 კვ. კმ-ით და დაახლოებით 340000 მცხოვრებით. საოცარი ველური ბუნების მიუხედავად მას საცხოვრებლად კარგი ადგილი ნამდვილად არ ეთქმის. ჰომიციდის უზარამაზარი მაჩვენებელი მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილად ხდის.

2-ვენესუელა- სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთით მდებარე ვენესუელა ცნობილია როგორც ნავთობის ექსპორტით, ასევე ყოვლისმომცველი კორუფციითა და ჰომიციდის არაბუნებრივად მაღალი დონით. მოსახლეობის მხოლოდ 19 % გრძნობს უსაფრთხოდ თავს ღამით მარტო სეირნობისას და მათ ამისთვის კარგი მიზეზი აქვთ- ყოველწლიურად, ყოველი 100000 ადამიანიდან 50-ზე მეტს კლავენ და ეს რიცხვი გამუდმებით იზრდება.

1-ჰონდურასი - UNO-ს თანახმად, ჰონდურასი 8, 25 მილიონი მაცხოვრებლით, ჰომიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა მსოფლიოში, რაც 90, 4 ადამიანია ყოველ 100000 ადამიანზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი მეათასე ადამიანი მკვლელობის მსხვერპლია. ვინაიდან ჰონდურასი დასასვენელად პოპულარული ადგილია, ტურისტები ხშირად ხდებიან სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებების სამიზნეები.


0
65
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0