x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩემი პასუხი იუნა შაფათავას, ქართველი ერის მკვლელებად, ვერაგებად და მოღალატეებად მოხსენიების გამო

image სკანდალური გამოსვლებით ცნობილმა იუნა შაფათავამ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს უკვე ერთი წელია, მორიგი პასკვილი გამოაქვეყნა.
ეს პასკვილი იმდენად მიუღებელია ძირითად საკითხებში ჩემთვის, თავი ვერ შევიკავე პასუხი არ გამეცა ამ ასაკოვანი, მაგრამ ყურადღების ცენტრში მუდმივად ყოფნის ამბიციის მქონე ქალბატონისათვის (მიუხედავად ყველაფრისა, მე როგორც ქართველს აღზრდა და გენეტიკა არ მაძლევს იმის უფლებას, სხვანაირად მოვიხსენიო).
image რუსეთი მისთვის თითქმის სამშობლოა, რადგან დედით რუსია და არ მიკვირს რუსეთი უყვარდეს და მას აქებდეს, მაგრამ ჩემთვის რუსეთი ისტორიულად ასოცირდება ოკუპაციასთან, ეთნოწმენდასთან და მოღალატის ნიმუშთან.
მე არ მინახავს საქართველოში დასცინოდნენ სომხებს, ვერ ვიტან აფხაზეთში "ბაგრამიანის" სახელობის ბატალიონში ნამსახურებ სომხებს, რადგან მათ კისერზეა ქართველი ბავშვების, ქალების და მოხუცების გაუპატიურება, წამება და მკვლელობები.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს საქართველოში მცხოვრები სომხები მძულდეს, სომხებს გააჩნიათ სომხური გამოცემა, სომხური თეატრი და რა დაცინვა შევიწროებაზე საუბრობს ქალბატონი შაფათავა გაუგებარია.
აზერბაიჯანზე გაგიჟებული ქართველი მე არ მინახია, თან აზერბაიჯანის ნავთობით და აირით გამდიდრებულ აზერბაიჯანზე.
საიდან მოიტანა ამ ქალბატონმა, რომ რუს და სომეხ რძლებს არ ცნობენ საქართველოში (იმაზე არაფერს ვამბობ ეს "პროდვინუტი" ქალბატონი რუსებს ცალკე, რომ ახსენებს და სლავებს ცალკე, რაც უცოდინრობის ბრალი მგონია).
ბებია მყავს რუსი და აფხაზეთშიც, ზუგდიდშიც და ჩვენს სოფელშიც ყველას უყვარს, რადგან სიმართლის მთქმელი, სტუმრის მოყვარე და საერთოდ უსაყვარლესი ადამიანია.
რუსულად უკეთესად ვსაუბრობ, ვიდრე ქართულად, რადგან უკრაინაში რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული და სულაც არ მიტყდება "რუსულად" საუბარი რუს ან ბელორუს ტურისტებთან (უკრაინელებთან უკრაინულად ვსაუბრობ).
საკუთარი სამშობლოს სოფელზე მიყრუებულს, რომ ამბობს აქ გამოჩნდა მისი "პროდვინუტობა", პროვინცია მისთვის ასოცირდება "გოიმებთან".
ქურთებს ვერ იტანენო, საიდან მოიტანა ასეთი აბსურდული აზრი?
ქურთებთან არასოდეს არ ყოფილა რაიმე სახის ეთნიკური კონფლიქტი საუკუნეებია უკვე.
საქართველოს გარდა მსოფლიოში ქვეყანა არაა, სადაც თავის დროზე დევნა არ განეცადოს ებრაელ ერს.
ქართველზე ტოლერანტი ერი დედამიწაზე არ არსებობს, რადგან ეკლესიის გვერდით, მეჩეთიც დგას და სინაგოგაც საქართველოში.
ფერადკანიანებს აქ ცუდად ექცევიან მაშინ, როცა ფერადკანიანი ან მათი ჯგუფი იქცევა მიუღებლად.
საკუთარ ერს მკვლელებს უწოდებს, ქართველი ბუნებით ისტორიულად არაა აგრესორი, მუდამ თავს იცავდა და მათ შორის იმ ქვეყანასაც იცავდა მომხდურებისაგან (როცა ამის ძალა შესწევდა), რომელზეც წერს ეს ქალბატონი (სომხეთზე მაქვს საუბარი).
ქართველმა შეიძლება ქართველს უღალატოს, მაგრამ უცხოს და სტუმარს თან გადაჰყვება და დაიცავს, ამის მაგალითია სპარსეთი, სადაც ისპაჰანის ტარუღები საუკუნეების მანძილზე ქართველები იყვნენ, ხოლო შაჰების პირადი დაცვის უდიდესი ნაწილი გამუსლიმანებული ქართველებისაგან და ჩერქეზებისაგან შესდგებოდა.
უნდილაძეების გვარის კაცს ახლაც ზედ გადაჰყვებიან ირანელები, იმდენად იყო ეს გვარი სპარსეთში დაფასებული, მათ მიერ სპარსეთის ინფრასტრუქტურის აღორძინების გამო.
პ.ს
ტანგის რეკლამირებით და ვიბრატორით ხელში, თუ მაზოხისტი ქალების "გასართობი" მათრახით პოზირება სასაცილო მდგომარეობაში გაყენებთ ქალბატონო შაფათავა, რადგან ამ ნივთებისათვის მეტისმეტად ასაკოვანი ბრძანდებით და ამ სურათებით პოპოლარულობას ვერ მოიპოვებთ, ისევე, როგორც თქვენი პასკვილებით.

0
150
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0