x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
თვითდასაქმებულთათვის საბანკო სესხების გაცემა იზღუდება (ვიდეო)
image


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით ამიერიდან მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა იზღუდება. შესაბამისი ცვლილებები კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში, 18 აპრილს შევიდა.


რეგულატორები სესხების გაცემას ძირითადად თვითდასაქმებულებისთვის ამკაცრებენ, რომლებშიც ტაქსის მძღოლები, ხელოსნები, რეპეტიტორები, ძიძები, სტილისტები და ის პირები მოიაზრებიან, რომელთაც ხელფასი ბანკში არ უდასტურდებათ.


არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ თითოეული კლიენტის ინდივიდუალურად შესწავლისთვის საჭირო თანამშრომელთა რესურსი არცერთ ბანკს არ აქვს, ამიტომ მისთის გაუგებარია, როგორ უზრუნველყოფენ ბანკები ამ მონაცემების პრაქტიკაში გადამოწმებას.



1
33
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
33
  
2018, 24 აპრილი, 7:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1