x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
71 წლის ამერიკელი მსახიობი,რომელიც 40 წლის ქალივით გამოიყურება

image

წელს ამერიკელ მსახიობს სუზან ლუჩის 72 წელი უსრულდება და იგი თავის ასაკთან შედარებით არაჩვეულებრივად გამოიყურება.

image

სუზან ლუჩმა პირველად სახელი გაითქვა ტელესერიალით "ყველა ჩემი ბავშვი", რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სერიალია ტელევიზიების ისტორიაში, მისი ჩვენება გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო და დასრულდა 2011 წელს, 40 წლის განმავლობაში სუზანი იყო სერიალის ვარსკვლავი და გახდა საპნის ოპერების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟი.

ამის გარდა თამაშობდა ჩვენთვის კარგად ნაცნობ საკულტო სერიალში "დალასი", 1991 წლისთვის სუზან ლუჩი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელემსახიობი გახდა აშშ-ში(წლიწადში 1 მლნ $)ამის გარდა სუზანმა ითამაშა მხატვრულ ფილმებში, 2008 წელს მონაწილეობდა შოუში "ცეკვა ვარსკვლავებთან", სადაც მე-6 ადგილი დაიკავა, ამის გარდა ID discovery-ზე მიყავს დოკუმენტური კრიმინალური სერიები.

imageფოტოზე: სუზანი 1980-იანი წლებში

imageფოტოზე: სუზანი 2017 წელს

1978 წლიდან 1998 წლის ჩათვლით მას თითქმის ყოველ წელს წარადგენდნენ "ემის" პრემიაზე და ყოველთვის პრიზის გარეშე რჩებოდა, ზოგჯერ იყო შემთხვევა, როდესაც იგი თვალცრემლიანი ტოვებდა დარბაზს, ამის გამო იგი მემების თემადაც იქცა, საბოლოოდ 21-ე ცდაზე, როგორც იქნა მას გადასცეს ნანატრი ჯილდო.

პირად ცხოვრებაში სუზანი ბედნიერია, იგი დაქორწინებულია ავსტრიელ ბიზნესმენზე ჰელმუტ ჰიბერზე, ჰყავს ორი შვილი, -ქალ-ვაჟი და სამი შვილიშვილი, მაგრამ ენა ვერ მოგიბრუნდებათ, რომ სუზანს ბებია უწოდოთ.

image

სუზანი თავის ახალგაზრობის და სილამაზის საიდუმლოს სიამოვნებით უმხელს თაყვანისმცემლებს:

"არსებობს რაღაცეები, რომელიც ჩვენ ყველა ვიცით, ეს არის სწორი კვება და ფიზიკური ვარჯიშები, პილატესით(შენიშვნა: ფიზიკური ვარჯიშის, ფიტნესის ნაირსახეობა, რომელიც იოზეფ პილატესმა შეიმუშავა) 18 წლის ასაკიდან ვარ დაკავებული და ჩემთვის იქცა თავისებურ "რელიგიად", შემიძლია ვივარჯიშო ბინაში, სასტუმროში, საკუთარ სახლში, სადაც სპეციალური სპორტული აღჭურვილობა მაქვს"

სუზანს კვების საკუთარი სისტემაც აქვს, მათ შორის მის მუდმივ რაციონში შედის ცხელი წყალი ლიმონით, კომბოსტოს სალათა და ავოკადო.

image

image

image

0
448
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0