x
image
ხატია გელბრეიტი
12 წლის ბიჭუნამ მშობლებს საკრედიტო ბარათი მოპარა და ბალიზე გაემგზავრა
image

12 წლის ავსტრალიელმა ბიჭუნამ მშობლების საკრედიტო ბარათი მოიპარა, ბებიას თავისი პასპორტი გამოსტყუა და ბალიზე გაფრინდა. ამ ყველაფრის მიზეზი კი დედასთან კამათი გახდა.

ბიჭუნამ, რომლის ვინაობა არ სახელდება და ფსევდონიმით “დრიუ’’ მოიხსენიება, მოახერხა თავად დაეჯავშნა თვითმფრინავის ბილეთები და სასტუმრო, მას შემდეგ, რაც დედისგან ბალიზე მოგზაურობაზე მტკიცე უარი მიიღო.მან სპეციალურად შეარჩია ისეთი ავიაკომპანია, რომელიც 12 წლის ასაკში დამოუკიდებლად ფრენის უფლებას იძლევა. საბოლოოდ კი “ დრიუმ’’ ქვეყანა დაბრკოლებების გარეშე დატოვა.

სახლიდან გასვლისას მშობლებს უთხრა, რომ სკოლაში მიდიოდა. თავისი სკუტერით ადგილობრივი მატარებლის სადგურამდე მიაღწია, საიდანაც აეროპორტში გაემგზავრა და ტერმინალში თავად დაჩეკინდა, რის საშუალებასაც თვითმომსახურების სერვისი იძლევა. შემდეგ უკვე ქალაქ პერტის რეისზე აღმოჩნდა, საიდანაც საბოლოოდ ინდონეზიაში გაფრინდა.


კითხვები მის მიმართ მხოლოდ პერტის აეროპორტში გაუჩნდათ, როცა მომსახურე პერსონალმა საიდენტიფიკაციო საბუთი მოსთხოვა, იმის დასადასტურებლად, რომ 12 წელი უკვე შეუსრულდა.

“ მათ მხოლოდ მოსწავლის ID-ი და პასპორტი მომთხოვეს, რათა ენახათ, რომ 12 წელს ზემოთ ვარ და დაწყებით კლასებში არ ვარ. ეს შესანიშნავი იყო, რადგან თავგადასავლების საძიებლად წამოვედი ‘’ განუცხადა ბიჭმა ჟურნალისტებს.

ბალიში ჩასვლისას სასტუმრო All Seasons-ში დაჩეკინდა, მომსახურე პერსონალს კი განუცხადა, რომ დის ჩამოსვლას ელოდებოდა.

მას შემდეგ, რაც სკოლაში მოისაკლისეს, მისმა ოჯახმა ბიჭუნას ძებნა დაიწყო. როცა ცნობილი გახდა, რომ ბალიზე იმყოფებოდა, დედამისი მის უკან ჩამოსაყვანად ჩაფრინდა.

“ მას არ უნდა სიტყვა “ არა’’-ს გაგონება ‘’

“ აღშფოთებული და დაშოკილი ვარ, ვერ აღგიწერთ რა ვიგრძენით როცა გავიგეთ, რომ საზღვარგარეთ იმყოფებოდა ‘’ განუცხადა ბიჭუნას დედამ გამოცემა Current Affair-ს.


წყარო : Guardian


0
74
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0