x
image
რუსო ჩარექიშვილი
ყველაზე ეჭვიანი ზოდიაქოების ხუთეული, ისინი ნამდვილი გამომძიებლები არიან

image
არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ყველაფერზე ეჭვიანობენ, მიუხედავად იმისა ამის საბაბი აქვთ, თუ არა. მათ თუ რამეში ეჭვი შეიტანეს დაიწყებენ ისეთ გამოძიებას, რომ ვერცერთი გამომძიებელი ვერ შეედრება, ისინი ხომ ნამდვილი პროფესიონალები არიან. გაინტერესებთ ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან ყველაზე ეჭვიანები?

იხილეთ ხუთეული:

1. ვერძი - ვერძს ეჭვიანობისთვის მიზეზი სულაც არ სჭირდება, მას შეუძლია იეჭვიანოს ყველაზე და ყველაფერზე. ისინი გამოირჩევიან დაუნდობლობით, მრისხანებით, შურისმაძიებელი ბუნებით. ვერძს მიეცით ეჭვიანობის საბაბი? ჩათვალეთ, რომ იგი გაგხვევთ შურისძიების ქარ-ცეცხლში, თან ისე, რომ შებრალების და დანდობის სურვილი არც კი გაუჩნდება. ვერძი იმდენად ამაყი ზოდიაქოს ნიშანია, რომ ღალატს არასდროს, არავის არ პატიობენ, ამიტომ ვერძის გვერდით მშვიდად ცხოვრება თუ გსურთ არასდროს მისცეთ ეჭვიანობის საბაბი.image2. მორიელი - მორიელი იმდენად თავდაჯერებული ზოდიაქოა, რომ არასოდეს მისცემს სხვას უფლებას თავი მეორე ხარისხოვნად აგრძნობინოს, მაგრამ თუ მოხდა სასწაული და მორიელს ეჭვიანობის საბაბი მისცეს იგი იმდენად დაუნდობლად იძიებს შურს, რომ მისი სისასტიკე ყველას გააკვირვებს, მორიელი წარსულიდან ამოგიქექავთ ისეთ დეტალებს, რომლებიც უკვე კარგახნის მივიწყებული გეგონათ და ისე იბატონებს თქვენზე, რომ ამას ვერც შენიშნავთ.image3. კურო - კურო ზედმეტად მესაკუთრე ზოდიაქოა, თუმცა ამასთან ერთად ძალიან ერთგული. იგი ერთგულებას მოითხოვს, როგორც საკუთარი თავისგან ისე გარშემომყოფებისგან და მეორე ნახევრისგანაც . თუ მან შენიშნა, რომ მის ერთგულებას და ნდობას ვიღაც ბორიტად იყენებს და არ აფასებს ივი იწყებს ეჭვიანობას, თან ხდება ისეთი ეჭვიანი, რრომ მასში თავისდაუნებურად იღვიძებს "პატარა" გამომძიებელი, რომელსაც ვერაფერს გამოაპარებთ. კურო თუ საკუთარი ეჭვის სიმართლეში დარწმუნდა, მას სამუდამოდ დაკარგავთ.image
4. კირჩხიბი - კირჩხიბები მესაკუთრე ზოდიაქოები არიან, შეიძლება ითქვას, რომ ისინი იმდენად ენდობიან მეორე ნახევარს, რომ მისგან ღალატი ვერ წარმოუდგენიათ, ამიტომ საბაბის გარეშე არასოდეს ეჭვიანობენ, თუმცა ნახეს ეჭვიანობიდ მიზეზი? სწორედ ამ დროს მასში იღვიძებს დემონი, რომელიც პირდაპირ იერიშზე არასოდეს გაფმოდის, იგი შურს იძიებს სწორედ მაშინ, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ელით და დარტყმას მოგაყენებთ ყველაზე მტკივნეულ ადგილზე. კირჩხიბებმა, შეიძლება ითქვად, რომ იციან ყველაზე გამანადგურებელი და დაუნდობელი შურისძიება.image5. მშვილდოსანი - მშვილდოსანი ყველაზე მიმნდობი ზოდიაქოა, იგი იმდენად ენდობა მეორე ნახევარს, რომ მასში ეჭვი არასოდეს შეაქვს, თუმცა მისი ნდობით ბოროტად, თუ ისარგებლეს და მას ეჭვიანობის საბაბი მისცეს, ჯერ სასტიკ შურისძიებას მოგიწყობთ, შემდეგ კი ისე მიგატოვებთ წარბსაც არ შეხრის და რამდენი მცდელობაც არ უნდა გქონდეთ მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ.image





1
7973
5-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
7973
  
2019, 14 იანვარი, 20:56
დაანებეთ რა თავი ამ .....მსვილდოსნებს?....რა დაგიშავეს...
0 1 1