x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ნახეთ როგორ გამოიყურება ნიჟარების მღვიმე
image

ნიჟარების მღვიმე (Shell Grotto) ქალაქ მარგიტში, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ღირსშესანიშნაობაა.


image

მისი წარმოშობა დღემდე გამოცანად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 1835 წელს აღმოაჩინეს. მღვიმე წარმოადგენს მიწისქვეშა მოხრილ დერეფანს 20 მ სიგრძით, რომლის კედლებიც 4, 6 მილიონი ნიჟარითაა დამშვენებული.



image



ეს უნიკალური მღვიმე იხვების გუბურის ამოჭრისას შემთხვევით აღმოაჩინა ჯეიმს ნიულოუმ, მღვიმეში პირველი მისი შვილი, ჯოშუა ჩავიდა. ნიულოუ მაშინვე მიხვდა, როგორ გაუმართლა, მღვიმე გაზის ლამპებით გაანათა და აღმოჩენიდან 3 წლის შემდეგ მნახველების მიღება დაიწყო.


image

მღვიმის წარმოშობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს: ერთნი მას ანტიკურ ძეგლად თვლიან, ზოგის აზრით მღვიმე იდუმალი სექტის შეკრების ადგილი უნდა ყოფილიყო, ზოგნი ამ მოზაიკებში სამსხვერპლო საკურთხეველს ხედავენ, ზოგიერთის აზრით აქ ცხოვრების ხეა გამოსახული. მღვიმე შესაძლოა ფუნქციონირებდა როგორც მზისა და ვენერას წარმართული ტაძარი, ზოგიერთი სიმბოლო კი ფინიკიურს ჰგავს. ვერსია უამრავია, თუმცა მღვიმის რეალური წარმოშობა დღემდე უცნობია.


image


მღვიმის ასაკის დადგენა რადიონუკლიდური მეთოდითაც ვერ მოხერხდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჭვარტლია, რადგანაც 1800-იან წლებში მღვიმეს ვიქტორიანული ფარნებით ანათებდნენ. ზოგიერთი ვერსიის თანახმად მღვიმე 3000 წლისაა.


image



მღვიმეში საოცარი ოსტატობითაა შესრულებული სხვადასხვა ორნამენტები: შროშანები, მზესუმზირები, ხეები, გველები, ვაზი, რვაქიმიანი ვარსკვლავები, მზის სიმბოლოები.


image


მოხრილი გვირაბი საკურთხევლიანი ოთახით მთავრდება, მღვიმის ცენტრში არის გუმბათი ღია ცის ქვეშ.


image


მღვიმე რამდენჯერმე დაზიანდა, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის დროს, თუმცა დღეისათვის სრულად რესტავრირებულია და მისი სილამაზე და იდუმალება არც ერთ მნახველს არ დატოვებს გულგრილს.


image

0
28
3-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი შავიძე
ირაკლი შავიძე
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0