x
ტესტი: რამდენად ძლიერი ხარ გრამატიკაში/ენაში?
მსოფლიოში რამდენიმე ათასი ენაა; ამბობენ, ხუთიათასამდეო. უფრო ზუსტად ამ რიცხვის დასახელება შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც ყველა ენა ცნობილი და შესწავლილი იქნება.

მსოფლიოში არის ენები, რომლებიც რამდენიმე ხალხს ემსახურებიან. მაგალითად, ინგლისური – ინგლისსა დაამერიკის შეერთებულ შტატებში. ესპანური – ესპანეთსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და სხვა. მრავალი ენამხოლოდ ერთი ხალხის ენად ითქმის. ასეთია ქართული ენაც:

ქართული ენა ქართველი ხალხის დედაენაა!


მსოფლიოში არსებულ ენებს აჯგუფებენ საერთო წარმომავლობის მიხედვით. საერთო წარმომავლობა გულისხმობს იმას, რომ ეს ენები ერთი ენის განშტოებაა. საერთო წარმომავლობის ენებს მონათესავე ენებს უწოდებენ. მონათესავე ენები ამა თუ იმ ენის ისტორიული დიალექტებია (ეთნიკურ-ტერიტორიული ნაირსახეობებია), რომელთაშორის ენობრივი განსხვავება დროთა განმავლობაში იმდენად გაიზარდა, რომ დიალექტები დამოუკიდებელ ენებადჩამოყალიბდა. მაგალითად, ასე მივიღეთ ფრანგული, იტალიური, ესპანური, რუმინული და სხვა მონათესავე ენები. მონათესავე ენათა ერთობას ენათა ოჯახს უწოდებენ. მსოფლიოში ცნობილი ენათა ოჯახებია: ინდოევროპულ ენათაოჯახი, თურქულ-ალათაურ ენათა ოჯახი, სემიტურ ენათა ოჯახი და სხვა.


სულ ახლახანს the culture trip-ის მიხედვით, ქართული ენა მსოფლიოში ყველაზე რთული ენების ხუთეულში მოხვდა

0
282
1-ს მოსწონს
ავტორი:ნუგზარ გოგბერაშვილი
ნუგზარ გოგბერაშვილი
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0