x
image
მაიკო ქავთარაძე
შვიდი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გვიყვარდეს ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები!
1. ტყუპები ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე კომუნიკაბელური. მასთან ურთიერთობა ძალიან ადვილია. ამქვეყნად ყველაზე მოწყენილი ადამიანიც რომ იყოთ, მისი შეკითხვები, მხიარული განწყობა აუცილებლად იმოქმედებს თქვენს ბედნიერების ჰორმონებზეც.

image


2. შეუძლებელია მასთან მოწყენილი იყო, იმიტომ რომ თავადაც ვერ ძლებს დიდხანს ერთ როლში. ნახევარ საათში ერთხელ იცვლება. იცვლის სტილს, ხასიათს თუ მოსაზრებებს. საოცრად მრავალფეროვანია, რაც მასთან ურთიერთობას ძალიან საინტერესოს ხდის.

image



3. საოცრად ინფორმაციულია-აბსოლუტურად ყველაფრის საქმის კურსშია, იცის ყველა ახალი ამბავი, დღევანდელი ვალუტის კურსი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრება ამ კურსთან დაკავშირებით. შეუძლია გირჩიოთ რომელი წიგნის წაკითხვა და ფილმის ყურება ღირს ან არ ღირს.

image


4. სიცოცხლით სავსეა-ძალიან ენერგიული, აქტიური, ცნობისმოყვარეობით სავსე, უამრავი ნაცნობი ჰყავს, კარგი კონტაქტები. ყველაფერი აინტერესებს. სულ რაღაც გასართობს დაეძებს. ყველაფერში აგყვებათ და ყველგან წაგყვებათ.

image



5. ადვილად უღებს ალღოს ყველაფერს-მათ შორის თქვენც. იცის რა მოგწონთ, რა გიყვართ, რა გაგეხარდებათ დაბადების დღეზე საჩუქრად. სხვებისთვის საჩუქრის მოფიქრებაშიც დაგეხმარებათ. ერთნაირად ერკვევა მოდის უკანასკნელ ტენდენციებში, მობილურებსა თუ პოლიტიკაში, რაც საუკეთესო მრჩევლად აქცევს.

image


6. შეუძლია რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება-შეუძლია ბავშვს აჭამოს, ტელევიზორს უყუროს და ტელეფონზე ისაუბროს იმავდროულად. ერთი ტყუპი მეგობარი ერთ სამეგობრო წრეს უდრის.

image


7. ყოველთვის ახერხებს გარშემომყოფების გაღიმებას-იგი ენამახვილია, კარგი იუმორი აქვს, შესანიშნავი მიმიკები, ძალიან მხიარულია. მუდამ აქვს ახალი ანეგდოტი თქვენთვის და არ გაუშვებს შანსს რომ არ გაგახალისოს. სიცილი კი ამ მძიმე ყოფაში საუკეთესო საჩუქარია, იგი სიცოცხლეს ახანგრძლივებს და არსებობას გვიფერადებს.

image



ასევე, დაგაინტერესებთ:


როგორები არიან ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები?


10 მიზეზი თუ რატომ არ ღირს ვერძის დაკარგვა!


სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც თავგანწირული სიყვარული შეუძლიათ!


როგორ "მკურნალობენ" გატეხილ გულებს ზოდიაქოს ნიშნები?


ოთხი ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც 2018 წელი განსაკუთრებულად წარმატებული და აქტიური იქნება


2018 წელი ბევრ სასიამოვნო სიახლეს გვპირდება - ვნახოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება ფინანსურად იღბლიანი და წარმატებული წელი

0
562
8-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
562
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0