x
თურქული სერიალები, რომლებიც მოგეწონებათ


image
ბოლო წლებია ქართულ ტელესივრცეში თურქულ სერიალებს ბევრი მაყურებელი ჰყავს. ყველა ადამიანს თავისი გემოვნება აქვს, ეს სერიალები ბევრს მოსწონს, ბევრს კი არა, მაგრამ ცხადია სერიალები აქტუალობას მაინც არ კარგავს. დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ 7 თურქული სერიალი, რომლებიც ვთვლი, რომ მოგეწონებათ.


1. დაქირავებული სიყვარული-რომანტიკული კომედიაა. ეს არის კომედია დრამაში და დრამა კომედიაში. სერიალი მოგვითხრობს გოგონას სახელად დეფნეს ისტორიას, რომელიც უცნაურ სასიყვარულო თამაშში ჩაერთვება ძმის გადასარჩენად. მან თავი უნდა შეაყვაროს და ექვს თვეში ცოლად გაყვეს წარმატებულ ფეხსაცმლის დიზაინერს-ომერ იპლიკჩეს, ამისთვის ომერის ბიცოლა, ნერიმანი, დეფნეს 400000 ლირას სთავაზობს. ნერიმანი ყველანაირი ძალებით ცდილობს ომერს დეფნე შეაყვაროს, ომერი სამსახურითაა შებყრობილი და დაოჯახებაზე არ ფიქრობს, მისთვის თავის შეყვარება ადვილი საქმე არაა, მაგრამ როცა მის ცხოვრებაში დეფნე ჩნდება ყველაფერი ძირფესვიანად იცვლება. image


imageimageimageimage

imageimage2.ფი(Fi Ci Pi)-აზრა ქოჰენის ცნობილი ტრილოგიის მიხედვითაა გადაღებული. მამაკაცს ერთი ქალი შეუყვარდა და მისთვის მთელი სამყარო შეიცვალა, ამ სიყვარულმა ისეთი ქარიშხალი დაატრიალა, რომ ირგვლივ ყველაფერი დაიმსხვრა და ჩამოიშალა, თუმცა ახალი ცხოვრების დაწყების ნიშნებიც გამოჩნდა. სერიალის მთავარი გმირი -ჯან მანაი ფსიქიატრია, ის კოლეჯში ფსიქიატრიას ასწავლის და აქვს საკუთარი სატელევიზიო შოუ. ჯანი შემთხვევით შეხვდება დურუს და შეუყვარდება ის, დურუ წარმატებული მოცეკვავეა, რომელიც შეყვარებულთან, დენიზთან, ერთად ცხოვრობს. imageimageimageimageimageimageimage

3.პირობა
- ეს არის საოცრად ემოციური სერიალი, რომელიც სპეცრაზმის ჯარისკაცების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ტერორისტებს ებრძვიან. სტამბულში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ თურქეთის სამხედრო ძალებმა გადაწყვიტეს სპეცრაზმის ახალი დანაყოფი შეექმნათ, რომლებმაც უნდა გაანადგურონ ტერორისტები. რაზმს სათავეში უდგება უფროსი ლეიტენანტი იავუზი, რომლის საცოლეც ტერორისტული აქტისას დაიღუპა. ეს არის სერიალი, რომლის ყურებისას ბევრს იტირებთ და ბევრსაც იცინებთ.imageimageimageimageimageimage
4.გზაჯვარედინი
-ამერიკული სერიალის The O.C-ს რიმეიქია, რომელიც ღარიბი ბიჭის იამანის და მდიდარი გოგონას მირას სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. იამანი ნიჭიერი, შრომისმოყვარე ბიჭია, რომელიც ძმის დანაშაულის გამო ციხეში მოხვდება, ციხიდან მას მდიდარი და გავლენიანი ადვოკატი სელიმ სერეზი დაიხსნის, სელიმს სურს დაეხმაროს ბიჭს და ამიტომ მას თავის სახლში წაიყვანს. მისი ოჯახი იამანს როგორც ოჯახის წევრს ისე იღებს, სწორედ აქ გაიცნობს იამანი მირას, რომელიც სერეზების მეზობლად ცხოვრობს. imageimageimageimageimageimageimageimage5.შიგნით- ორი ძმის სარპის და უმუტის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც კანონის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ.უმუტი გაიტაცეს როცა 3 წლის იყო. ოჯახს ის გარდაცვლილი ჰგონია. ბავშვი საშინელ ტანჯვაში ქუჩაში ცხოვრობდა, საიდანაც გავლენიანმა ბანდის ლიდერმა ჯელალმა წამოიყვანა და სხვა ადამიანად, პოლიციელ მერტად, აქცია. სარპი პოლიციელია, რომელიც დამთავრებამდე ერთი კვირით ადრე გააგდეს პოლიციის აკადემიიდან. სარპი და მერტი წლების შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს თუმცა საერთო ენას ვერ პოულობენ და მათ შორის გამუდმებული კომფლიქტია.imageimageimageimageimageimage6.ორმო-სერიალი მოგვითხრობს გავლენიანი კოჩოვალების ოჯახის ისტორიას, რომელიც სტამბულის ერთერთ რაიონს, ორმოს, განაგებენ. ოჯახი ცდილობს არ დაუშვას ორმოში ნარკოტიკებით ვაჭრობა, თუმცა ნარკომოვაჭრეები ამის წინააღმდეგნი არიან, რადგან ნარკოტიკებით ვაჭრობა მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა, ამ დაპირისპირებამ იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ კოჩოვალების ოჯახის უფროსი ვაჟის სიცოცხლე იმსხვერპლა. იამაჩი, კოჩოვალების უმცროსი ვაჟი, ახალგაზრდა მუსიკოსია, რომელმაც წლების წინ დატოვა ოჯახი და ახალი ცხოვრება დაიწყო, თუმცა ახლა იძულებულია სახლში დაბრუნდეს და ოჯახს სათავეში ჩაუდგეს.imageimageimageimageimageimageimage7.სიცოცხლის ბოლომდე- საოცრად სულისშემძვრელი დრამა, მოგვითხრობს დაგჰანის ისტორიას, რომელიმაც ერთ ღამეში ყველაფერი დაკარგა. ის დაადანაშაულეს საცოლის მამის მკვლელობაში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. რვა წლის შემდეგ დაგჰანის საქმეს სელვი იღებს. სელვი ახალგაზრდა ადვოკატია, რომელიც დაგჰანს ციხიდან დაიხსნის, რადგან ყოველი წლის გასვლისას სელვის საშინელი დანაშაულის გრძნობა მოსვენებას არ აძლევს.imageimageimageimage

0
5379
1-ს მოსწონს
ავტორი:ANNA B
ANNA B
5379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0