x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ქალწულობა ეს არის საუნჯე-რატომ უნდა დავკარო იგი?
შეინარჩუნოს გოგონამ ქორწინებამდე ქალწულობა თუ არა?ეს არის კერძო, პირადი საკითხი და ყოველ ეპოქას თუ კულტურულ ტრადიციას საკუთარი პასუხი აქვს.


ანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეებში უმწიკვლობა ითვლებოდა ზნეობის გამოხატულებად, თუმცა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, როდესაც მოხდა სექსუალური რევოლუცია, მორალურ-რელიგიური აკრძალვა ქორწინების გარეშე სექსზე ფაქტობრივად მოიხსნა თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში, თუმცა დარჩა პირად საკითხად-ეს მისი გადასაწყვეტია იქონიოს ქორწინებამდე ინტიმური კავშირი თუ არა.


ამ ფონზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ახალი ახალგაზრდული მოძრაობა "True love waits"(ნამდვილი სიყვარული გელოდება)რომელიც ახალგაზრდებს ქორწინებამდე სექსისგან თავშეკავებას მოუწოდებს.


მოძრაობა 1993 წელს აშშ-ში ქრისიტანულმა დაჯგუფება- "სამხრეთ ბაპტისტურმა კოვენციამ"( Southern Baptist Convention)წამოიწყო, პირველსავე წელს 102 000 ამერიკელმა ახალგაზრდამ დადო პირობა უბიწოების შენახვაზე, მომდევნო ათწლულში მათმა რაოდენობამ 2, 5 მილიონს მიაღწია.



ჩვენ მეზობელ რუსეთში არ არსებობს ანალოგიური მოძრაობა, თუმცა არიან ახალგაზრა გოგონები, რომლებმაც პირობა დადეს ქორწინებამდე უბიწოება დაიცვან, ისინი ერიდებიან ამის აფიშირებას, რადგან ზოგისთვის შესაძლოა გაუგებარი იყოს მათი გადაწყვეტილება, მათ შეხვდა ფოტოგრაფი ელენა ბიკოვა, გაესაუბრა და ფოტორეპორტაჟიც გააკეთა.

image"ქალწულობა ეს არის საუნჯე-რატომ უნდა დავკარო იგი?"

image

"ბებო ბავშვობაში მეუბნებოდა:" მუხლებს აჩვენებ კაცს და დანარჩენს თვითონ გააკეთებს...ამიტომ მივხვდი, რომ სიწმინდე ქორწინებამდე უნდა შეინარჩუნო"

image "მსურს მე და ჩემი ცოლი ერთადერთი ვიყოთ ქორწინების დროს ერთმანეთისთვის"

image"თავშეკავებული ადამიანი ვარ..ჩემში სულში არსებობს შიდა სახის ბარიერი, რომელიც არ დაუშვებს ჩემს სულში უსიამოვნო ნარჩენები დატოვოს და ფსიქოლოგიურად მომშალოს."

image

"ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს ნამდვილად უყვარს, ის მზად იქნება დაველოდოს და დაიძლიოს საკუთარი ეგოიზმი. ქორწინებამდე ურთიერთობა მაგონებს დაბადების დღისთვის გაკეთებულ ტორტს, რომელსაც დღესასწაულის დადგომამდე შეჭამ"

image

"ჩემს ერთ დაქალს დასდევდა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, როდესაც ჩემმა მეგობარმა განუცხადა, რომ ქორწინებამდე ახლო ურთიერთობა არ ექნებოდათ, ის აღფთოვანებული იყო და უთხრა, რომ ამის გამო, კიდევ უფრო ძლიერად შემიყვარდიო "

image

"ბევრმა მითხრა, წლები გადის, არ არის აუცილებელი პრიცს ელოდო... მესმის: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვერასოდეს ვიპოვო ჩემს კაცი. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ წყვილმა მხოლოდ ქორწინების შემდეგ უნდა გაიზიაროს სარეცელი "

image

"სამწუხაროდ, დღეს უბიწოებას კომპექსურობასთან აიგივებენ. თითქოს და ქალიშვილობა სამარცხვინოა. ახალგაზრდებაში ბევრმა დამცინა, რადგან გარკვეული ასაკის დროს არ მქონდა სქესობრივი ურთიერთობა. ძალიან მტკივნეული იყო. მაგრამ შეგნებულად არ მსურს მქონდეს ქორწინებამდე ურთიერთობა."

0
278
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0