x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ია ფარულავა: " რობერტ დე ნირომ ნიუ-იორკიდან მომიკითხა.."
image

ქართულ ინტერნეტი სივრცეში პოპულარობას არ კარგავს ია ფარულავასა და ოკაროსანი ამერიკელი მსახიობის რობერტ დე ნიროს ფოტოები, რომელიბიც არც მეტი არც ნაკლები 31 წლის წინადაა გადაღებული მოსკოვის მეათე საერთაშორისო კინოფესტივალზე, ეს ფოტოები მუდმივი განხილვის საგანია, თუმცა ცოტამ თუ იცის, როგორც გაგრძელდა ის ცნობილი ისტორია, თითქოს მათი მეგობრობა აღარ გაგრძელებულა, ია ფარულავამაც არაერთ გადაცემაში განაცხადა, რობერტ დე ნიროს შესახებ ნუღარ მეკითხებით მთელი ოცდაათი წელია იმას ვყვები, როგორ გავიცანიო, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რობერტ დე ნირომ ძველი მეგობარი აშშ-დან მოიკითხა:

1987 წელს მოსკოვში ფესტივალის პრეზიდენტად მოწვეულმა დე ნირომ კინოფესტივალის ყველაზე ლამაზ ქალად ია ფარულავა დაასახელა..

image


" ერთი პატარა მაგიდა გვქონდა ქართველ გოგოებს და ვისხედით ჩვენთვის და ამ საფესტივალო წვეულებაზე დე ნირო აიყვანეს სცენაზე და იყო ასეთი ნომერი - ავირჩიოთ ფესტივალის ყველაზე ლამაზი ქალი. რუსებს უკვე გამზადებული ჰყავდათ იმ დროისთვის ცნობილი რუსი მსახიობები გასაარჯვებლად, მახსოვს ერთ-ერთი მათგანი იყო ლუბოვ პალიშუკი რუსი მსახიობი უკვე გაზადებული რუსული ეწ. "კოკოშნიკით" და პურით და მარილით ხელში და მასთან ერთად კიდევ ერთი მსახიობი და ამ დროს დე ნირომ განაცხადა ასეთი რაღაც: ესენი ფესტივალის ხელმძღვანელები მებნებიან რომ ამ ქალებიდან აირჩიე ერთ -ერთიო და მე არც ერთი გოგონა არ მომწონს აქედან, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ ეს გოგო მომწონს და ამას ვირჩევო და ხელი ჩემზე გამოიშვირა, მე რა თქმა უნდა დავიბენი, არ ვიცოდი რა მექნა, გოგოები ხელს მკრავდნენ ადი სცენაზეო, როგორ ავედი სცენაზე არ მახსოვს, დე ნირომ თქვა იას ვირჩევ ყველაზე ლამაზ ქალად კინოფესტივალისო. იქ ძალიან ბევრი დაიბოღმა იმ ქალებს ფერი აღარ ედოთ სახეზე, მახსოვს პალიშუკს პური და მარილი ლამის გაუვარდა ხელიდან სიბრაზისგან.. " -ია ფარულავა

image ფოტოზე - მარცხნიდან: ლუბოვ პალიშუკი, რობერტ დე ნირო, ია ფარულავა წყარო: ციფრული ფოტომატიანე

შემდეგ იყო ბევრი ჭორები, მაგრამ რა თქმა უნდა ტყუილია ყველაფერი, დე ნირო როგორც შვილს ისე მიყურებდა და მეტსაც გეტყვით, მას ჩამოყვანილი ჰყავდა კინოფესტივალზე თავისი ცოლის შვილი დრინა და ფოტოც რომ გვაქვს სამს ერთად იმაზე თქვა ჩემი ორი შვილი ხართო. " - ია ფარულავა

imageია ფარულავა რობერტ და დრინა დე ნიროები

ფოტოზე დრინა და რობერტ დე ნიროები წლების შემდეგ:

image

ია ფარულავა იხსენებს, რომ მან რობერტ დე ნიროსთან მეგობრობა ჰოლივუდში ცხოვრების დროსაც განაგრძო

image

" როდესაც ჩავედი აშშ-ში იქაც გაგრძელდა ჩვენი მეგობრობა, დე ნიროსთან 1987 წლიდან 1997 წლამდე მქონდა კონტაქტი ახლა ისეთი კონტაქტი აღარ მაქვს,

image

მაგრამ ძალიან მაგარი ისტორიაა, სულ ახლახანს მომიყვნენ, რომ რობერტ დე ნირო ნიუ-იორკში ერთ-ერთ შენობაში გაიჭედა ლიფტში ქართველ გოგოსთან ერთად, რაღაც წუთები დაყვეს ერთად და დე ნირო გამოელაპარაკა: გამარჯობა, რა გქვია, საიდან ხარო? და ამ გოგომ უპასუხა საქართველოდან ვარო დე ნიროს უპასუხია, საქართველოში მეგობარი მყავს ძალიან მაგარი გოგოა ია ფარულავაო"

image


0
925
4-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
925
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0