x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რა დაწერა ტვიტერზე დონალდ ტრამპა კიმ ჩენ ინის განცხადებაზე
ამერიკის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის განცხადებას, სარაკეტო და ბირთული იარაღის გამოცდის შეჩერებაზე, "ძალიან კარგი ამბავი უწოდა"- ამის შესახებ ქვეყნის პირველი პირი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს.

"ჩრდილოეთ კორეა დათანხმდა შეაჩერაოს ბირთვული და სარაკეტო გამოცდები ყველგან და საკუთარი ქვეყნის პოლიგონზე, ეს არის ძალიან კარგი ამბავი, როგორც ჩრდილოეთ კორეისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის"- წერს დონალდ ტრამპი

როგორც ცნობილი გახდა, ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენარულ სხდომაზე გავრცელდა განცხადება, რომ ფხენიანინი აჩერებს ბირთვულ და სარაკეტო გამოცდებს და ხურავს პოლიგონს ქვეყანაში.

ასევე, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ძლიან მალე შედგება შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან.ეს შეხვედრა სავარაუდოდ, მოხდება ივნისის დასაწყისში, ან უფრო ადრე, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები" - განაცხადა მან


ამერიკის პრეზიდენტი შეხვედრის ადგილად განიხილავს ხუთ სავარაუდო ადგილს, სადაც ის და კიმ ჩენ ინი პირისპირ შეხვდებიან. შეხვედრის ადგილის შესაძლო ვარიანტებად სახელდება შვეიცარია, მონღოლეთი და დემილიტიზირებული ზონა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის.image


0
135
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0