x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გავიდა საპირფარეშოში და აღარ დაბრუნდა-18 აფრიკელი ათლეტი გაქრა ავსტრალიის ტურნირის შემდეგ
image

მთლიანად ბრიტანეთის თანამეგობრობის ტურნირზე დაკარგული სპორტსმენების რიცხვი 18 კაცია, ასპარეზობა ავსტრალიაში გაიმართა.


როგორც Inside the Games იუწყება, უგანდელი მოკრივე ბაშირ ნასირი და რეგარ სიმბვა, ასევ მაგიდის ჩოგბურთელი ხალიმა ნამბოზო თანამეგობრობის ტურნირის დასრულებისთანვე უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.

სამი უგანდელი ქალაქ გოლდ-კოსტის მახლობლად, სპორტული სოფლიდან აორთქლდნენ სახლში გაფრენის წინ.



თამაშების დროს დაიკარგა კიდევ ორი უგანდელი სპორტსმენი-ირენ კასუმბო და ხალიდ ბატუუსა, მთლიანობაში დაკარგული აფრიკელების რიცხვი 18 კაცია, ამის გარდა გაქრა 8 კამერუნელი სპორტსმენი, რუანდის გუნდის მწვრთნელი ტურნირის მსვლელობის დროს გაქრა, ტუალეტში გავდივარო და..ასევე ორი მოკრივე სიერა-ლეონედან და ერთი კენიიდან.


აღსანიშნავია, რომ მათ აქვთ უფლება 15 მაისამდე იყვნენ მწვანე კონტინენტზე, შემდეგ კი ვიზას ვადა გასდის, ავსტრალიის შსს მინისტრმა გააფრთხილა ლტოლვილები იმის შესახებ, რომ არ ღირს დაარღვიონ კანონი და უმჯობესია დატოვონ ქვეყნის ტერიტორია ამ ვადის გასვლამდე.


გასულ ტურნირზე, რომელიც გლაზგოში გაიმართა, გაქრა რამდენიმე უგანდელი სპორტსმენი, მოგვიანებით ისინი ავტოსამრეცხაში მომუშავენი აღმოაჩინეს.

.

ბრიტანეთის თანამეგობრობის ტურნირზე 80 ოქროს მედლით პირველი ადგილი დაიკავა ავსტრალიამ, მეორეზე გავიდა ინგლისი(45 მედალი), ხოლო მესამეზე ინდოეთი(26 მედალი)

2
394
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
394
  
2018, 26 აპრილი, 21:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 23 აპრილი, 13:27
ეჰ, ასე გაქრა ნახევარი საქაერთველო, თუ მეტი არა(((
0 1 2